Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ სახვითი ხელოვნების კათედრის პედაგოგებისა და თურქი მხატვრების ერთობლივი გამოფენა

2018 წლის 23 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში თსუ ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის სახვითი ხელოვნების კათედრის პედაგოგების და თურქი მხატვრების ერთობლივი  გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართველი და თურქი მხატვრების მიერ შესრულებული  ნამუშევრები (15 მხატვარი). ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის, სახვითი ხელოვნების კათედრის პედაგოგის მხატვარ ლელა გელეიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის ფერწერული და გრაფიკული სურათები, ასევე მოეწყო ვორქშოპი. ღონისძიებას თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი, თსუ პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სამხატვრო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

23/03/2018