Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ საერთაშორისო კონფერენციისადმი - „ანისი გზაჯვარედინზე“ მიძღვნილი ფოტოგამოფენა - „ანისი ძველ ფოტოებში“

2017 წლის 17-18 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „ანისი გზაჯვარედინზე“ ჩატარდა. კონფერენციაზე ქართველმა სპეციალისტებმა, მკვლევარებმა ევროპიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სომხეთისა და თურქეთის სხვადასხვა სამეცნიერო და სასწავლო ცენტრებიდან მოხსენებები წაიკითხეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები. ანისი ასწლეულების მანძილზე გამორჩეული იყო თავისი ბუნებით, თავისი ხასიათით. იქ თავს იყრიდა სამხრეთი კავკასიისა და ანატოლიის კულტურულ-პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, აღმსარებლობითი გზები. ამიტომაც ჰქვია კონფერენციას „ანისი გზაჯვარედინზე“, რომელიც აერთიანებს: საისტორიო წყაროების კვლევას, არქიტექტურის, კედლის მხატვრობის, ეპიგრაფიკის შესწავლას. კონფერენციის ფარგლებში მოეწყო ორი გამოფენა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გამოიფინა თურქი ფოტოხელოვანის, ვედათ აკჩაიოზის ფოტოები, რომლებზეც ანისის ძეგლებია აღბეჭდილი. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კი წარმოდგენილი იყო ანისის ნაქალაქარის ამსახველი ძველი ფოტოები მუზეუმის კოლექციებიდან. (საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ფოტო კოლექციები XIX-XX საუკუნის მიჯნაზე გადაღებული ფოტოები, თუ როგორ გამოიყურებოდა ქალაქ ანისის არქიტექტურული ძეგლები, იშვიათი წარწერებით).

17-18/11/2017