Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ემერეტუს პროფესორის გურამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა

2018 წლის 4 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ემერეტუს-პროფესორის, ცნობილი არქეოლოგისა და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო აკადემიის წევრ-კორესპონდენტის გურამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ნაჩვენები იყო გურამ ლორთქიფანიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი - „გადარჩენილი სახელი“; ასევე, გაიმართა გურამ ლორთქიფანიძის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია. თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში ემერეტუს პროფესორის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა - „ყველაფერი ცნობილი არქეოლოგის შესახებ“ გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილი იყო მეცნიერის სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები.

04/10/2018