Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმს ქართველი ემიგრანტის არქივი გადაეცა

2013 წლის 25 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმს საქართველოს პირველი პარლამენტის - საქართველოს ეროვნული კრების წევრის მიხეილ ყაუხჩიშვილის არქივის ნაწილი გადაეცა.
მუზეუმს ყაუხჩიშვილის არქივი ემიგრანტის შვილიშვილმა ელენე ყაუხჩიშვილმა და რძალმა ფრანჩესკა მელცი-ყაუხჩიშვილმა გადასცეს. მათ ცნობილი ქართველი მეცნიერის სიმონ ყაუხჩიშვილის (მიხეილ ყაუხჩიშვილის ძმა) შვილიშვილმა ლია ჯინორიამ და სიძემ რისმაგ გორდეზიანმა უმასპინძლეს.
მიხეილ ყაუხჩიშვილი იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის წევრი, საქართველოს პირველი პარლამენტის – საქართველოს ეროვნული კრების წევრი, დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკური წარმომადგენელი ევროპის ქვეყნებში. გასაბჭოების შემდეგ ფირმა „სიმენსის“ მთავარი სამმართველოს წევრი და დირექტორი ჯერ გერმანიაში, შემდეგ იტალიაში

25/09/2013