Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგებისა და მხატვარ ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „ფემინ არტის“ ნამუშევრების გამოფენა მიძღვნილი - ქალთა საერთაშორისო დღისადმი

2014 წლის 4 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა გამოფენა უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პედაგოგებისა, რომლებიც ამავე ფაკულტეტზე ვიზუალურ ხელოვნებას ასწავლიან. ასევე მაგისტრანტების, კურსდამთავრებულების და მხატვარ ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „ფემინ არტის“ საქართველოს ფილიალის წევრების ნამუშევართა გამოფენა გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილი 60-მდე ნამუშევარი სრულიად განსხვავებული ტექნიკითა და თემატიკით იყო შესრულებული, მათ შორის: ფერწერა, გრაფიკა,  დეკორირებული თეფშები, მინანქარი, გობელენი, თექა, პოარტი, ქვილთი, ბატიკა. გამოფენის გახსნაზე ორგანიზაცია „ფემინ არტმა“ წარმოადგინა ერთგვარი პერფორმანსი - მხატვარ ქალთა გაერთიანების ორმა წევრმა ანა ჩუბინიძემ და ანი ლაღიძემ ექსპრომტად შეასრულეს თითო ნამუშევარი, მოთელეს მშრალი თექა, რამაც დამსწრეთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.  04/03/2014