Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა - „თსუ - 100 წელი“

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც ქართულ ენაზე სწავლებითა და ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას, 1918 წლის 8 თებერვალს (ძვ. სტილით,  26 იანვარს) დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა. 2018 წლის 8 თებერვალს უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილის აღსანიშნავად ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა, ამ თარიღს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმმა მიუძღვნა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო, თსუ მუზეუმის ისტორიის ფონდში დაცული უნიკალური რარიტეტები, რომლებშიც ასახულია პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების პერიპეტივები: პირველი ქართული უნივერსიტეტის ბეჭედი, რომელიც სფრაგისტიკულად ასახულია იურიდიულ დოკუმენტებზე და ჩათვლის წიგნაკებზე; ქართული უნივერსიტეტის წესდება; პროფესორ ივანე ჯავახიშვილის მოხსენება საქართველოში ეროვნული უნივერსიტეტის დაარსების აუცილებლობის შესახებ; დოკუმენტები - ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების მიერ რექტორად - პეტრე მელიქიშვილის, ხოლო დეკანად - ივანე ჯავახიშვილის არჩევის შესახებ; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეულ პროფესორ-მასწავლებელთა დიპლომები და სერთიფიკატები, მათი სასწავლო პროგრამები და სილაბუსები, უნივერსიტეტის პირველი თაობის დამფუძნებელ პროფესორ-მასწავლებელთა, მოწვეული საპატიო დოქტორის ალექსანდრე ცაგარელის, უნივერსიტეტში პირველი მოწვეული ლექტორის, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის რობერტ ბლეიკის ფოტოები, უნივერსიტეტში ჩარიცხული პირველი თაობის სტუდენტთა ფოტოები; უნივერსიტეტის დამფუძნებლების მემორიალური ნივთები და სხვ.; აგრეთვე გამოფენაზე წარმოდგენილი იყო, თსუ არქეოლოგიის მუზეუმში დაცული არქეოლოგიური არტეფაქტების მცირე კოლექცია: ქვის ხანის პალეოლითური, მეზოლითური და  ნეოლითური ძეგლები, ქვისა და ძვლის იარაღი; ბრინჯაოსა და რკინის პერიოდის სამეურნეო, სანადირო, საბრძოლო და სარიტუალო იარაღი, ბრინჯაოს ხანის ე.წ. მტკვარ-არაქსის კერამიკული ჭურჭელი;  ადრე ანტიკური ხანის კერამიკის, მინის, მოჭიქული სანელსაცხებლე და სააფთიაქე ჭურჭელი ბიჭვინთის ნაქალაქარიდან, ქალისა და მამაკაცის სამკაული, სხვადასხვა პერიოდის სპილენძისა და ვერცხლის მონეტები და სხვ.

08/02/2018