Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვაჟა-ფშაველას მემორიალური კაბინეტ-მუზეუმი

2015 წლის 11 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაჟა-ფშაველას მემორიალური კაბინეტ-მუზეუმი გახსნა. ვაჟა-ფშაველა (ლუკა რაზიკაშილი) (1861-1915) ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი, მწერალი. ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლისთავზე 2015 წელს ყოფილი გიმნაზიის შენობაში (სადაც დროებით ლაზარეთი იყო მოწყობილი), იმ ოთახში სადაც უკანასკნელი დღეები გაატარა დიმა მწერალმა, მისი  გარდაცვალების ადგილზე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დღევანდელი შენობა, I კორპუსი, III სართული, 315 ოთახი) გაიხსნა  მემორიალური მუზეუმი, სადაც ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი უნიკალური ექსპონატებია გამოფენილი, მათ შორის: მწერლის  დაბადების მოწმობა, სხვადასხვა დროის ცხოვრებისეული საბუთები, გარდაცვალების ამსახველი დოკუმენტები, მგოსნის ხელნაწერთა ასლები. ასევე პოეტის ნიღაბი, საწვენე, რითაც სარგებლობდა ავადმყოფი პოეტი, ვაჟას მამის, პავლე რაზიკაშვილის ხელჯოხი, ვაჟა-ფშაველას ოჯახის წევრთა და ნათესავთა ფოტოები. მუზეუმში განთავსდა ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებზე შექმნილი ცნობილი მხატვრების: ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, კორნელი სანაძის, გოგი და ირაკლი ოჩიაურის, სევერიან მაისაშილის, ლევან ცუცქირიძის და სხვათა ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები. 

18/11/2015