Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვაჟა-ფშაველას 150 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა

2012 წლის 29 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში ვაჟა-ფშაველას 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ქართველ და უცხოელ მხატვარ-კალიგრაფთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციაში ქართველებთან ერთად იაპონელ, იტალიელ, ნორვეგიელ, კოლუმბიელ, პერუელ, რუს, უკრაინელ, გერმანელ, არგენტინელ, პროფესიონალ მხატვარ-კალიგრაფთა 120-ზე მეტი ექსპონატი იყო გამოფენილი: პოემები, ლექსები და ფრაზები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან. მსოფლიოს მხატვარ-კალიგრაფთა თვალით დანახული და აღქმული ვაჟა-ფშაველას პოეზია საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა აბსოლუტურად განსხვავებული კუთხით დანახულ შემოქმედებას, რომელიც ეკუთვნის ვაჟა-ფშაველას, აგრეთვე კალიგრაფიული ოსტატობით გაფორმებულ არაერთ პორტრეტს.

29/11/2012