Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ესტონეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა

2008 წლის 20 თებერვალს თსუ მუზეუმში მოეწყო გამოფენა, რომელიც მიეძღვნა ესტონეთის დამოუკიდებლობის დღეს. ფოტო-გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა იმ ფოტოებს, რომლებზეც ასახული იყო ესტონელი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის, ქვეყნის სიმბოლიკა, სახელმწიფო მოღვაწეთა პორტრეტები, სხვადასხვა გამოცემები: სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურა, ასევე ბუკლეტები და კატალოგები - ესტონურ ენაზე.