Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დედაენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა - „ქართული დამწერლობა ქართველ მხატვართა შემოქმედებაში“

2018 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მოეწყო გამოფენა „ქართული დამწერლობა ქართველ მხატვართა შემოქმედებაში“. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართველ მხატვართა ნამუშევრები, რომლებიც ასახავენ ქართული სამწერლობო ენის განვითარების სხვადასხვა პერიოდებს. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ, როგორც თსუ საგამოფენო დარბაზში არსებული ექსპონატები, მიძღვნილი ქართული დამწერლობის თემაზე, ასევე თანამედროვე ქართველ მხატვართა: ლევან სილაგაძე, ლორეტა აბაშიძე-შენგელია, ლელა გელეიშვილი, ოთარ ჯიშკარიანი, მალხაზ კუხალაშვილი და სხვ. ნამუშევრები შექმნილი დედაენაზე და ქართული დამწერლობის თემაზე.

14/04/2018