Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გურამ შარაძის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო – „ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე“

2015 წლის 17 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგარაციის მუზეუმში გაიმართა გურამ შარაძის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო – „ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე“, გურამ შარაძე (1940-2007) ფილოლოგი, ისტორიკოსი, პოლიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1997). გამოფენა მოწყობილ იქნა თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმში, რომელზეც წარმოდგენილი იყო გურამ შარაძის ცხოვრებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის ამსახველი ექსპონატები: ფოტოდოკუმენტური მასალა, მემორიალური ნივთები, პუბლიცისტური მემკვიდრეობა.

17/10/2015