Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გურამ კარტოზიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა „გურამ კარტოზია - 80“

თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიმართა გამოფენა „გურამ კარტოზია - 80“, რომელიც მიეძღვნა გურამ კარტოზიას 80 წლის იუბილეს. გურამ კარტოზია (1934-2010) ენათმეცნიერი, მკვლევარი  ქართველოლოგი, პროფესორი. თსუ მუზეუმში გაიმართა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო პროფესორ გურამ კარტოზიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები, ჯილდოები, პირადი ნივთები, წერილები, მისი ავტორობით გამოცემული წიგნები ქართველოლოგიის სხვადასხვა დარგში - ქართველური ენების ფონეტიკა-ფონოლოგიაში, გრამატიკასა და ლექსიკოლოგიაში, რუსთველოლოგიასა და ტექსტოლოგიაში, ზეპირსიტყვიერებაში, ლექსიკოგრაფიაში; ასევე „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის მთავარი რედაქციის სხდომათა ოქმების ხელნაწერები (2011-2012 წლებში გამოიცა ორ წიგნად, რედაქტორი აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე), გასული საუკუნის 40-50-იან წლებში და შემდგომ კახეთში, სვანეთში, სამეგრელოსა და ლაზეთში, მათ შორის თურქეთის ლაზეთში, ასევე გამოფენაზე წარმოდგენილი იყო გურამ კარტოზიას მიერ გაკეთებული საექსპედიციო ჩანაწერები, რომელთაგან ნაწილი გამოუქვეყნებელია.

16/12/2014