Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გრიგოლ კიკნაძის - 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა „გრიგოლ კიკნაძე - 100“

2009 წლის 24 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში მოეწყო გამოფენა „გრიგოლ კიკნაძე - 100“. გრიგოლ კიკნაძე (1909-1974) იყო მეცნიერი, ლიტერატურათმცოდნე, თსუ პროფესორი, რომელმაც დიდი წვლილი დასდო ვაჟა-ფშაველას შემოქმედების კვლევასა და პოპულარიზაციას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მან შექმნა ვაჟა-ფშაველას კაბინეტი, რომელიც პოეტის შემოქმედების კვლევის მთავარ ცენტრად იქცა.  თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გამოფენილი იყო: გრიგოლ კიკნაძის ფოტოები, და სამეცნიერო ნაშრომები, სხვადასხვა გამოცემები.