Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი ახვლედიანის – 130 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა „გიორგი ახვლედიანი - 130“

2017 წლის 5 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის 130 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოდოკუმენტური გამოფენა - „გიორგი ახვლედიანი - 130“ გაიმართა. გიორგი ახვლედიანი (1887-1973) ენათმეცნიერი, თსუ-ს პროფესორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1939), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943), ჩრდილო-ოსეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967), ექსპერიმენტული ფონეტიკის საერთაშორისო საზოგადოების (1932) და ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების საპატიო წევრი (1940).  თსუ მუზეუმში გიორგი ახვლედიანის 130 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე, საქართველოს ცენტრალურ არქივში დაცული დოკუმენტების გარდა, დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ეხილა უნიკალური ექსპონატები: მემორიალური ნივთები, ხელნაწერები, რარიტეტული და ფოტოდოკუმენტური მასალა, რომელიც თსუ მუზეუმს გადმოსცა გიორგი ახვლედიანის მემკვიდრემ ელენე (ლალა) ახვლედიანმა.

05/04/2017