Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გივი გაჩეჩილაძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოდოკუმენტური გამოფენა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში გაიმართა ფოტოდოკუმენტური გამოფენა, რომელიც მიეძღვნა გივი გაჩეჩილაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს. გივი გაჩეჩილაძე (1914-1974) მთარგმნელი, პოეტი და ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. გივი გაჩეჩილაძის ცხოვრება უკავშირდებოდა, როგორც სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას, ასევე მთარგმნელობით საქმიანობას. იგი სხვადასხვა დროს იყო თსუ-ს პროფესორი, ინგლისური ფილოლოგიის კათედრის გამგე, ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის მხატვრული თარგმანის სექციას. მან თარგმნა შექსპირის სონეტი და პიესები. ასევე ბრიტანელი, ამერიკელი, რომაელი, ფრანგი, გერმანელი, რუსი პოეტების ნაწარმოებები. საეტაპო მნიშვნელობისაა 1959 წელს გამოცემული მისი მონოგრაფია „მხატვრული თარგმანის თეორიის საკითხები“. იუბილესთან დაკავშირებით თსუ მუზეუმში მოწყობილ იქნა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო გივი გაჩეჩეჩილაძის ცხოვრებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები, დოკუმენტები, ხელნაწერები, თარგმანები, გამოკვლევები, მემორიალური ექსპონატები, რომელთა უმეტესობა დაცულია პროფესორის მემკვიდრეთა ოჯახებში. 

19/08/2014