Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გერმანიის ფედერალური კანცლერის - ანგელა მერკელის ვიზიტთან დაკავშირებული გამოფენა

2018 წლის 24 აგვისტოს საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ფედერალური კანცლერი, ანგელა მერკელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც სტუდენტებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ოკუპაციის თემაზე და საქართველოს ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით კანცლერის პასუხები მოისმინეს. ვიზიტთან დაკავშირებით თსუ მუზეუმში მოეწყო ქართულ-გერმანული ურთიერთობის ამსახველი ფოტო გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ქართულ-გერმანული კულტურულ-დიპლომატიური ურთიერთობის ამსახველი ფოტომასალა.

23-24/08/2018