Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გამოფენა - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა: 1918-1921 წწ.“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში, თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა გამოფენა - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა: 1918-1921“. აღნიშნულთან დაკავშირებით თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მოეწყო გამოფენა, რომლის მიზანი იყო დამთვალიერებლისთვის გაეცნო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამწლოვანი არსებობის მანძილზე, თუ როგორ პირობებში უხდებოდა არსებობა პოლიტიკური, დიპლომატიური, იურიდიული, სოციალურ-ეკონომიური, კულტურულ-საგანმანათლებლო თვალსაზრისით, ამ მხრივ საინტერესო ფოტო დოკუმენტური და მემორიალური ექსპონატები იქნა გამოფენილი, რომელიც ძირითადად დაცულია თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმში. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო: სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშისა და გერბის მაკეტები), სახელმწიფო ბეჭდებისა და ლუქების ნიმუშები, შტანდარტის კლიშე, დემოკრატიული მთავრობისა და უცხოეთის დიპლომატიური კორპუსის მიმოწერები, საქართველოს კონსტიტუცია ფრანგულ და ინგლისურ ენებზე; პირველი დემოკრატიული მთავრობის ეპისტოლური მემკვიდრეობა, ოფიციალური დოკუმენტები; ემიგრაციაში წასული მთავრობის წევრების, საზოგადო მოღვაწეების ფოტო და დოკუმენტური მასალები, დემოკრატიული საქართველოს მთავრობის წევრთა პირადი მემორიალური ნივთები, ინდივიდუალური და ჯგუფური ფოტოები, რომელშიც მთავრობის წევრთა საქმიანობაა ასახული.

18/05/2018