Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

არქეოლოგიური არტეფაქტების გამოფენა

2015 წლის 23 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების მიერ მოპოვებული არქეოლოგიური არტეფაქტების გამოფენა მოეწყო. ექსპოზიცია კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების: იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე მდებარე არქეოლოგიურ უბანზე იქნა მოწყობილი; რომელშიც თსუ არქეოლოგიის მუზეუმში დაცული კოლექციის დიდი ნაწილი იყო გამოყენებული. საველე სამუშაოების წარმოებისას, რომელსაც თსუ პროფესორი ვახტანგ ლიჩელი ხელმძღვანელობს, პირველ ტერასაზე სამარხებში დიდი რაოდენობით კერამიკული და ლითონის ინვენტარია აღმოჩენილი. ახალი აღმოჩენები გაკეთდა ძვ.წ. V-IV საუკუნეების სატაძრო კომპლექსის ნაშთების კვლევისას, სადაც პირველად დაფიქსირდა არტეფაქტები, რომლებიც რკინის ნივთების წარმოებასთან არის დაკავშირებული. 2015 წელს გორაზე ძვ.წ.  VII საუკუნის ტაძარი, ორი საკურთხეველი და საკურთხევლის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა გამოვლინდა. დღემდე უცნობი წარწერა გრაკლიანის საკურთხეველზე ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2 700 წლის ისტორია ცხადყოფს.

23/04/2015