Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

არნოლდ ჩიქობავას - 115 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა „არნოლდ ჩიქობავა - 115“

2013 წლის 26 მარტს თსუ მუზეუმში გაიმართა გამოფენა „არნოლდ ჩიქობავა - 115“, რომელიც მიეძღვნა აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას დაბადებიდან 115 წლის იუბილეს. არნოლდ ჩიქობავა (1898-1985) ენათმეცნიერი, ფილოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. იგი იყო ახლადდაარსებული უნივერსიტეტის პირველი თაობის ერთ-ერთი სტუდენტი, რომელიც 1922 წელს საპროფესოროდ იქნა დატოვებული, ასევე მან ერთ-ერთმა პირველმა უნივესიტეტელებს შორის, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია 1929 წელს. საიუბილეო ღონისძიებასთან დაკავშირებით თსუ მუზეუმში გამოფენილი იყო: აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას ბიბლიოთეკაში მოპოვებული პირადი წერილები, მეცნიერის ცხოვრებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები და დოკუმენტები, მემორიალური ნივთები, ხელნაწერები და სამეცნიერო ნაშრომები, სხვადასხვა გამოცემები.

26/03/2013