Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აპოლონ შეროზიას - 90 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა - „აპოლონ შეროზია - 90“

2017 წლის 23 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ფოტოდოკუმენტური გამოფენა, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსის, პროფესორ აპოლონ შეროზიას დაბადებიდან 90 წლისთავს. აპოლონ შეროზია(1927-1981) ქართველი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი, ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1962), დოქტორი (1967), პროფესორი (1968), გერმანიის ფსიქოანალიზის აკადემიის წევრი, დინამიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელი-წევრი და ამ ასოციაციის რეგიონული თავმჯდომარე. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. აქვე მუშაობდა 1960 წლამდე, შემდეგ გადავიდა თსუ-ში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აპოლონ შეროზიას ცხოვრების და სამეცნიერო მოღვაწეობის ამსახველი ფოტოდოკუმენტური და მემორიალური ექსპონატები, რომელთა უმეტესობა დაცულია პროფესორის მემკვიდრეთა ოჯახებში.

23/06/2017