Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ანთიმოზ ივერიელის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა

ანთიმოზ ივერიელი (1650-1716 წწ.) იყო ქართული წარმოშობის რუმინეთის საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე, ქართველი მწიგნობარი, მესტამბე, განმანათლებელი. მას თავის სამშობლოსთან არ გაუწყვეტია კავშირი. იგი ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იყო, როდესაც საქართველოდან გაიტაცეს და კონსტანტინოპოლში მონად გაყიდეს. იგი ბედმა რუმინეთში მოახვედრა და გახდა ვლახეთის მიტროპოლიტი. მან დიდი წვლილი დასდო საქართველოში ქართული სტამბის მოწყობას. ანთიმოზ ივერიელის ხსოვნისადმი მიძღვნილ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართულ-ბულგარული ურთიერთობის ამსახველი ფოტოები, დოკუმენტური მასალა, ვახტანგ VI-ის სტამბაში გამოცემული უნიკალური რარიტეტები დაცული თსუ ბიბლიოთეკაში.