Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ანდრია ბენაშვილის - 150 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა „ანდრია ბენაშვილი - 150“

2018 წლის 21 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში ანდრია ბენაშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოდოკუმენტური გამოფენა „ანდრია ბენაშვილი - 150“ გაიმართა. ანდრია ბენაშვილი (1867-1941) სამხედრო და საზოგადო მოღვაწე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი, საქართველოში გეოდეზიისა და ასტრონომიული მეცნიერების ფუძემდებელი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო: თსუ მუზეუმში, საქართველოს ეროვნულ არქივში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრში“ დაცული ფოტოდოკუმენტური და მემორიალური ნივთები, რომლთა წარმოჩენით დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ახლოს გაცნობოდა მეცნიერის მოღვაწეობას.

21/11/2018