Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ალექსანდრე ჯავახიშვილის 140 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა „ალექსანდრე ჯავახიშვილის - 140“

2015 წლის 22 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მოწყობილ იქნა გამოფენა „ალექსანდრე ჯავახიშვილი - 140“, რომელიც  ალექსანდრე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლისთავს მიეძღვნა. ალექსანდრე ჯავახიშვილი (1875-1973) გეოგრაფი, ანთროპოლოგი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1937), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტის მოადგილე (1924-1940), პროფესორი (1920), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1941), საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი (1940-1970). გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ალექსანდრე ჯავახიშვილის ცხოვრებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის ამსახველი ფოტოდოკუმენტური და მემორიალური მასალა. ექსპონირებული იყო მეცნიერის პირადი ნივთები, ნაშრომები და ფოტომასალა, რომელიც მეცნიერის არაერთ ექსპედიციას ასახავდა.

22/10/2015