Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა

2015 წლის 22 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიმართა აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა. აკაკი წერეთელი (1840-1915) პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო: აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოდოკუმენტური მასალა; ღონისძიებასთან დაკავშირებით მოეწყო დოკუმენტური ფილმის „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში 1912 წ.“ ჩვენება, რომელიც ფართო აუდიტორიისთვის ნაკლებად იყო ცნობილი.

22/06/2015