Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ქალთა სამოქალაქო აქტივობა 90-იანი წლების მიჯნაზე“

2014 წლის 27 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში მოეწყო ფოტოგამოფენა „ქალთა სამოქალაქო აქტივობა 90-იანი წლების მიჯნაზე“, რომელზეც გამოფენილი იყო ფოტოგრაფ ნაზი გაბაიძის პირადი ფოტოარქივიდან შერჩეული მასალა, რომელშიც ასახულია ქალთა სამოქალაქო აქტივობა 1988-1991 წლებში, კერძოდ ეროვნული მოძრაობის დასაწყისი პერიოდი, 9 აპრილისა და შემდგომ განვითარებული მოვლენები, კომუნისტური პარტიის ლიდერებსა და ეროვნულ ძალებს შორის გამართული მოლაპარაკებები ჩაის სახლში, წითელი ჯვრის წარმომადგენლების ჩამოსვლა, მერაბ კოსტავას დაკრძალვის და შემდგომი დაპირისპირება ეროვნული მოძრაობის ლიდერებს შორის და პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ გამართული გამოსვლები. ფოტოქრონიკის მიხედვით ასახული საქართველოს ისტორიის, კერძოდ 1998-1991 წლების ქრონიკები. თსუ მუზეუმში მოწყობილი გამოფენის ორგანიზატორები: ნაზი გაბაიძე, რუსუდან კობახიძე, ია მჭედლიშვილი.

27/05/2014