Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„საქართველოს მყინვარები“

2013 წლის 18 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა - „საქართველოს მყინვარები“, რომელიც მიეძღვნა თსუ-ს დაარსებიდან 95 და ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დაარსებიდან 80 წლის იუბილეს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თსუ დოქტორანტის ლევან ტიელიძის 40-მდე ფოტონამუშევარი, რომლებიც თსუ-ს გეოგრაფიის ინსტიტუტის ეგიდით განხორციელებული ექსპედიციების შედეგად არის გადაღებული, გარდა ამისა გამოფენაზე წარმოდგენილი იყო, საქართველოს მყინვარების უნიკალური ფოტოები, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი, კერძოდ: XIX საუკუნის იტალიელი მოგზაურის ვიტორიო სელას მიერ გადაღებული ფოტოები, ასევე XX საუკუნის ოცდაათიან წლებში გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული, სხვადასხვა საველე ექსპედიციების შედეგად გადაღებული  ფოტოები. გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა გლობალური დათბობის შედეგად, კავკასიონის მყინვარებზე წარმოქმნილ ცვლილებებს, რომელიც დოკუმენტურად არის ასახული ფოტოებზე და რუკებზე.          

18/12/2013