Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ანთიმოზ ივერიელი და ევროპული განმანათლებლობა: ტექსტები და კონტექსტები“

2016 წლის 7 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის,  ანთიმოზ ივერიელის სახელობის ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის და  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელშეწყობით  გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ანთიმოზ ივერიელი და ევროპული განმანათლებლობა: ტექსტები და კონტექსტები“. კონფერენციას დაესწრნენ თსუ-ის  რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  დარეჯან თვალთვაძე, რუმინეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში  დიმიტრუ ბადეა,   საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს საპატრიარქოს და რუმინეთის უნივერსიტეტების  წარმომადგენლები. კონფერენცია ანთიმოზ ივერიელის მოწამეობრივი აღსრულების  300 წლისთავს მიეძღვნა. საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენციის მიზანი იყო რუმინეთისა და საქართველოს დიდი წმინდანისა და საზოგადო მოღვაწის ანთიმოზ ივერიელის როლისა და ადგილის განსაზღვრა თანამედროვე კულტურაში, ანთიმოზ ივერიელის განმანათლებლური ტექსტების სხვადასხვა დისკურსთა (ღვთისმეტყველება, კანონიკა, პატრისტიკა, ფილოსოფია, ქრისტიანული ეთიკა, მორალი, ესთეტიკა, რიტორიკა, ფილოლოგია, ანთროპოლოგია, ისტორია, ხუროთმოძღვრება) კონტექსტებში განხილვა, ანთიმოზ ივერიელის წვლილის განსაზღვრა განათლების, მეცნიერების, ხელოვნების და ხუროთმოძღვრების, საგამომცემლო საქმიანობის, პოლიტიკის და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში ევროპული საგანმანათლებლო კონცეპტების განვითარების საქმეში და სხვა. აღნიშნულ კონფერენციას მიეძღვნა ექსპოზიცია, რომელიც თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში იყო წარმოდგენილი, გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა ქართულ-ბულგარული ურთიერთობის ამსახველ ფოტოებს, დოკუმენტურ მასალას, ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის (1675-1737)  სტამბაში (1709-1722 წლებში) გამოცემულ უნიკალურ რარიტეტებს და მათ ფოტოებს.

07/06/2016