Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს  2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილების - "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის   №113 დადგენილების - „სსიპ   – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური   პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების  შესახებ“ თსუ  რექტორისა  და  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის  2020 წლის 19 ნოემბრის №19/04 ერთობლივი ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის  დეკანის  რამაზ  ხომერიკის  2020  წლის  21    დეკემბრის N22127/28 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტზე
პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.უნივერსიტეტის პროფესორად 10  (ათი)  წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.კონკურსი გამოცხადდეს 2020 წლის 28 დეკემბერს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021 წლის პირველი თებერვლიდან 2021 წლის
5 თებერვლის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2021 წლის 19 მარტისა.
4.კონკურსი  გამოცხადდეს  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

გეოგრაფიიის დეპარტამენტი
კათედრა: გეომორფოლოგიის და კარტოგრაფიის პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია ,,ა’’)

5.პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა   წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება    დასაქმდეს   „სქესობრივი   თავისუფლებისა   და   ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული    სქესობრივი     თავისუფლებისა     და     ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი,    რომელსაც    იმავე    კანონის    საფუძველზე    სასამართლომ    ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)    ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო  ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2021 წლის პირველი თებერვლიდან 2021 წლის 5 თებერვლის ჩათვლით 11:00-დან 15:00  საათამდე, ზუსტ 
და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ.  N3 (II კორპუსი) ოთახი N110;
7.პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი   კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების    დანართი   1-ის   მე-3   მუხლის   მე-3   პუნქტის   მოთხოვნებს, წერილობით    გამოხატოს  თანხმობა  მხოლოდ  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის    მიერ    შესაბამისი    აკადემიური    თანამდებობის    დაკავებისთანავე)    და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი;"
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10.წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,    პერსონალის    მართვის    დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის სამსახური, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, გაზეთი "თბილისის უნივერსიტეტი").
11.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი      გიორგი შარვაშიძე 
 
View More

Order N: 253/01-01

2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ჟიელონა გურას უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (22346/10; 23.12.20) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს  კონკურსი  2020/2021  სასწავლო  წლის  გაზაფხულის  სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ- მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ჟიელონა გურას უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2020 წლის 24 დეკემბერს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)მანანა რუსიეშვილი,თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)მანანა  გელაშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)რუსუდან  დოლიძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი.
4.დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ანი თვალთვაძე.
5.დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).

6.ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის    დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის    სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი     გიორგი შარვაშიძე 

View More

Order N: 254/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2  პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8   პუნქტის „ა", „ბ" და „პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების  - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29.12.2014წ.),  თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის  №113 დადგენილების - „სსიპ   – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური    პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ- პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო  განრიგის  დამტკიცების  შესახებ“ თსუ  რექტორისა  და  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის    2020    წლის    15    დეკემბრის    №20/04    ერთობლივი    ბრძანების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის 2020 წლის  14 დეკემბრის  N21638/27 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის   ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.კონკურსი გამოცხადდეს 2020 წლის 30 დეკემბერს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 3 თებერვლიდან 2021 წლის 10 თებერვლის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2021 წლის პირველი მარტისა.
4.კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

დასავლეთევროპული    ენებისა    და    ლიტერატურის    სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი
ინგლისური ფილოლოგიის კათედრა (ინგლისური ლიტერატურა) ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „გ“)

5. აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ე)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
6. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2021 წლის 3 თებერვლიდან 2021 წლის 10 თებერვლის ჩათვლით, 12-დან 15 საათამდე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ.  N1 (I კორპუსი) ოთახი N207;
7. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს  ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტი";
9. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტი,  გაზეთი  „თბილისის უნივერსიტეტი").
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი   გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 255/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 2 ოქტომბრის N217/02-01 ბრძანებით განსაზღვრულ სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფებზე დროებითი შეღავათების დაწესების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 04 სექტემბრის N135/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი   განათლების   შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე და 63-ე მუხლების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის და სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი გრიგოლაშვილის 2020 წლის 17 დეკემბრის N21939/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი    ფართით სარგებლობის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 2 ოქტომბრის N217/02-01 ბრძანებით განსაზღვრულ სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი  ფართით  სარგებლობის  ტარიფებზე“  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის
ა) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით -
,,1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 2 ოქტომბრის N217/02-01 ბრძანებით განსაზღვრულ სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფებზე დროებით  2021 წლის 01 იანვრიდან 2021 წლის 01 მარტამდე განისაზღვროს შეღავათი შემდეგი კატეგორიის მობინადრეთათვის.”;

ბ) ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით -
,,5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე და მოქმედებს 2021 წლის 01 მარტამდე.“.

3.დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის.
4.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ლაშა საღინაძე

View More

Order N: 178/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი   განათლების   შესახებ’’   საქართველოს კანონის   23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  63-ე  მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ ,,პ“ ქვეპუნქტების და თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რამაზ ხომერიკის 2020 წლის 17 დეკემბრის N21952/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) გიორგი ბრეგვაძე - ასისტენტ პროფესორი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის ჰიდროლოგიის, ოკეანოლოგიის და მეტეოროლოგიის კათედრაზე (მე-2 სასწ. კორპ. N N359, 365 ოთახები) არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

View More

Order N: 176/02-01  

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისდმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო გეგმის ფორმის და ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ანგარიშის ფორმის დამტკიცებისა და მათი შედგენისა და წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 14 მაისის N121/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი  განათლების  შესახებ”   საქართველოს  კანონის   მე-2  მუხლის   ,,ლ“ ქვეპუნქტის,  23-ე მუხლის პირველი პუნქტის  და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ” და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე და 63-ე მუხლების, ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანების №3   დანართით   დამტკიცებული   ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების’’, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის დამტკიცების შესახებ’’ აკადემიური საბჭოს  2018 წლის 26 თებერვლის №80/2018 წლის დადგენილების პირველი და  მე-2 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013  წლის   11  სექტემბრის   №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-16 მუხლის პირველი პუნქტის  ,,ა’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.შევიდეს ცვლილება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო  გეგმის ფორმის და ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ანგარიშის ფორმის დამტკიცებისა და მათი შედგენისა და წარდგენის წესის დამტკიცების  თაობაზე“  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის  2018  წლის  14  მაისის N121/02-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი, მასზე თანხდართული დანართებით ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით -   ,,1. დამტკიცდეს თანდართული
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების - დეპარტამენტის/სამსახურის  1 წლიანი და  3 წლიანი სამოქმედო გეგმების ფორმა’’ (დანართი №1) და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების - დეპარტამენტის /სამსახურის ანგარიშის ფორმა“ (დანართი N2).“.
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე
 
View More

Order N: 177/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2020 წლის პირველი ოქტომბრიდან – 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 27 ნოემბრის N1131254 და სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის 9 დეკემბრის N242/01-01 ბრძანებების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის 15.12.2020წ. N21758/27 წერილის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის შოთა ფოთოლაშვილის 17.12.2020წ. N21901/10 დასკვნის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაენიშნოთ სტიპენდია, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2020 წლის პირველი ოქტომბრიდან – 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”    პროგრამის    ფარგლებში,    თითოეულს    თვეში    150    ლარი,    შემდეგი თაფარდობით:
 
გვარი სახელი თანხა (ლარი)
1 ბერაია ელენეს 150
2 ნადირაძე მარიამს 150
3 ქარდავა მათეს 150
4 ჩაჩიბაია ანას 150
5 პატარაია კონსტანტინეს 150
6 ქათამაძე მარიკას 150
7 სერვასტიანცი ნინოს 150
8 ჭარხალაშვილი ნიკოლოზს 150
9 გიორგაძე მარიამს 150
10 ბურნაძე ანანოს 150
11 ჭიღლაძე გიორგის 150
12 ხუხია ჯონდის 150
13 კახნიაშვილი მარიამს 150
14 მახათაძე თამთას 150
15 რუხაია ბაჩანას 150
16 მექერიშვილი ლალის 150
17 მაღლაკელიძე ელენეს 150
18 მაჭარაშვილი გიორგის 150
19 ბიწაძე ოლანის 150
20 გოგია ნანოს 150
21 ჩხვირკია ელენეს 150
22 კობახიძე იანას 150
23 მოლაშხია სოფიკოს 150
24 გვარამია ნინოს 150
25 ჯანგავაძე სალომეს 150
26 მაჭარაშვილი სალომეს 150
27 მარგველაშვილი დეას 150
28 აფრიდონიძე ნანას 150
29 ბაინდურაშვილი ბექარს 150
30 საყევარაშვილი ქეთის 150
31 მეტრეველი ლევანს 150
32 კეკუტია ვერიკოს 150
33 შოშიაშვილი ნანას 150
34 სიდამონიძე სალომეს 150
35 თაბორიძე დავითს 150
36 კოკოჩაშვილი ნანას 150
37 ფეიქრიშვილი ნინოს 150
38 ბუტიკაშვილი ნინოს 150
39 იბრაგიმოვი მილენას 150
40 ქურცაძე გიორგის 150
41 ჭარხალაშვილი მარიამს 150
42 დუმბაძე სოფიოს 150
43 კუჭავა მარიამს 150
44 ცერცვაძე ქრისტინას 150
45 კაზიმოვი საბინას 150
46 ეფაძე ელიზას 150
47 ჯანანაშვილი რუსუდანს 150
48 დათუაშვილი გიორგის 150
49 შენგელია მარიამს 150
50 ბიჩინაშვილი სოფოს 150
51 ფუხაშვილი საბას 150
52 მაჭარაშვილი ელენეს 150
53 ბაბინი ოლეგის 150
54 ქარჩავა ზაზას 150
55 თხინვალელი მარიამს 150
56 ოქროპირიძე თამუნას 150
57 ბაგრატაშვილი სოფიოს 150
58 გიკაშვილი ლანას 150
59 მუსაევი ფუატის 150
60 ხუბუნაია მარიამს 150
61 ენუქიძე სალომეს 150
62 ბეჟანიშვილი მარიამს 150
63 ულუმბელაშვილი მერის 150
64 ივანაშვილი მაკას 150
65 ბუიღლიშვილი თათიას 150
66 ხითარიშვილი თამარს 150
67 მაჭარაშვილი ლაშას 150
68 ჯერანაშვილი მარიამს 150
69 ცხვედიაშვილი გოგას 150
70 რუაძე ევას 150
71 მორგოშია ქეთინოს 150
72 გიქოშვილი ნინოს 150
73 სირბილაძე ნინოს 150
74 კერესელიძე ქეთევანს 150
75 ჭელიძე ნანას 150
76 დამენია ანინას 150
77 ღუღუნიშვილი ცოტნეს 150
78 კოჟორიძე გვანცას 150
79 გოგია მარიამს 150
80 სიგუა ნანას 150
81 ცხადიაშვილი მარიამს 150
82 შონია მართას 150
83 ხითარიშვილი გიორგის 150
84 მაკალათია ნიკოლოზს 150
85 ქარსანიშვილი ეთერს 150
86 წიწილაშვილი გვანცას 150
87 ალოიანი მანანას 150
88 ხაჟომია მარიამს 150
89 უზოიანი თამარს 150
90 ჭიღლაძე მარიამს 150
91 ადეიშვილი ქეთის 150
92 გაფრინდაშვილი ნანას 150
93 ლოლაძე ანის 150
94 ჩხობაძე მარიამის 150
95 ჯიჯიეშვილი ტატოს 150
96 კამლაძე მარიამს 150
97 შენგელია ნანას 150
98 კვინიკაძე მარიამს 150
99 კაკალაშვილი მარიამს 150
100 სამყურაშვილი მარიამს 150
101 ბარბაქაძე თათიას 150
102 ჯგერენაია სალომეს 150
103 კაცელაშვილი მარიამს 150
104 ლევერაშვილი ნინოს 150
105 ბასიაშვილი გიორგის 150
106 სიამაიშვილი ნატას 150
107 ინდუაშვილი ანის 150
108 გაჩეჩილაძე მარიკას 150
109 ფურელიანი ელისოს 150
110 ჯავახიშვილი ზურას 150
111 კუცია ნინოს 150
112 ბეგლარაშვილი ეთერს 150
113 ფილფანი გიორგის 150
114 კაზეიშვილი მეგის 150
115 ჩხეიძე მარიამს 150
116 ცომაია დეას 150
117 სვინიკაშვილი იას 150
118 შაფაქიძე ნიკოლოზს 150
119 უჩუმბეგაშვილი დიანას 150
120 კოდიან ქრისტინეს 150
121 ბუკია მარიამს 150
122 გიორგაძე ნინოს 150
123 ცერცვაძე ივეტას 150
124 ბაიდაური თამუნას 150
125 ზაუტაშვილი სალომეს 150
126 ჯანჯარია ნუნუს 150
127 ქობალია ნინოს 150
128 ჩარჩხალია გრეტას 150
129 შიუკაშვილი მარიამს 150
130 ჭყონია ანას 150
131 მიქაბერიძე მეგის 150
132 წიკლაური ნინოს 150
133 ხუბულავა ქეთევანს 150
134 ქვლივიძე მარიამს 150
       
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს თვეში 20100 ლარი, უნივერსიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით, „სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში, სხვა ხარჯების მუხლში გათვალისწინებული სახაზინო თანხებიდან.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს და შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,    სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

View More

Order N: 1465/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და   24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 7 თებერვლის N28/01-01 და 2020 წლის 30 ნოემბრის N234/01-01 ბრძანებების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულეტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის 15.12.2020წ. N21757/27 წერილის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის შოთა ფოთოლაშვილის 17.12.2020წ. N21933/10 დასკვნის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დაფინანსდნენ 52795.68 ლარით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტები შემდეგი თანაფარდობით:

N გვარი სახელი თანხა (ლარში)
1 ჩხაიძე თეკლე 942.78
2 ზამბახიძე სალომე 1406.25
3 მაღლაფერიძე მარი 1406.25
4 ჟორდანია ანნა 1406.25
5 შამუგია ნინო 180.89
6 ხადური ელენე 942.78
7 ნანეიშვილი თორნიკე 942.78
8 თათრიშვილი ვერა 1406.25
9 რაზმაძე გიორგი 1406.25
10 უბირია ალექსანდრე 15.84
11 ხვიჩია თეონა 1257.04
12 კოპალიანი თამარი 628.52
13 ხოსროშვილი მარიამი 314.26
14 ვაშაკიძე ანა 1406.25
15 კვირიკაშვილი ხატია 479.31
16 სულამანიძე ნინო 1406.25
17 ჯოლია სოფიკო 479.31
18 ქართველიშვილი ელენე 165.05
19 ქველაძე სოფიკო 1406.25
20 კაბულოვა შურა 628.52
21 სიფრაშვილი გიორგი 628.52
22 მეფარიშვილი მიხეილ 1257.04
23 რეზესიძე ლელა 628.52
24 ერისთავი სალომე 1406.25
25 იმერლიშვილი ლიანა 165.05
26 მეტრეველი თამარ 1406.25
27 შანგუა მარიამი 165.05
28 გობეჯიშვილი ნუნუ 942.78
29 ილურიძე მარიამ 942.78
30 ლორთქიფანიძე მერი 1257.04
31 მაჭავარიანი მარიამი 942.78
32 ნეფარიძე ალექსანდრა 628.52
33 მიქატაძე ნინო 314.26
34 ტურძილაძე მარიამ 314.26
35 გაბისონია სოფიკო 1406.25
36 ივანაშვილი ანა 1406.25
37 კანთელაშვილი ლიდა 1406.25
38 მერებაშვილი მერი 180.89
39 გიორგაძე ნინო 314.26
40 ტაგანაშვილი სოფიკო 1257.04
41 ლაბაძე გიორგი 942.78
42 ჩხაიძე ნატა 644.36
43 ჟღენტი ნინო 1406.25
44 ბურნაძე თამარი 1406.25
45 გასვიანი ალექსი 942.78
46 ჩალიგავა გიგა 1257.04
47 გოგოლაძე ანა 314.26
48 რეხვიაშვილი ნინო 479.31
49 წოწონავა ნანა 1406.25
50 მესხიძე მარი 1406.25
51 გრძელიშვილი მზია 165.05
52 ლომიძე ნინო 314.26
53 მუზაშვილი მარიამ 314.26
54 ვახტანგაშვილი გიორგი 314.26
55 ხურცილავა ელენე 314.26
56 ქარდავა ვერიკო 314.26
57 ალადაშვილი ლევანი 942.78
58 დიდებაშვილი თეიმურაზ 314.26
59 ციცხვაია ცოტნე 628.52
60 შახნაზაროვი სოფიო 314.26
61 ყორშია ნიკა 942.78
62 სულიკაშვილი მარიამ 1406.25
63 გოგოჩაშვილი სალომე 793.57
64 ბერიკიშვილი მეგი 314.26
       
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები მაგისტრანტების მონაცემთა ბაზაში.
3. ბრძანების ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი, ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

View More

Order N: 1467/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32- ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8   პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N 118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 19 ნოემბრის № 19/04 ერთობლივი ბრძანების და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის   თამარ  დოლბაიას  2020 წლის 9 დეკემბრის N 21340/30 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.  უნივერსიტეტის ასისტენტ - პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2020 წლის 17 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა   განისაზღვროს 2021 წლის 18 იანვრიდან 2021 წლის 25 იანვრის ჩათვლით.    საკონკურსო  კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი  თსუ  აკადემიურ  საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2021 წლის 20 მარტისა.
4.  კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ “);

5.  ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  (დადგენილი   ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის   ანკეტა,   შევსებული   დადგენილი   ფორმის   მიხედვით   (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ე) შესაბამისი  აკადემიური  ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი  (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი; თ) სამოტივაციო წერილი;
6. ასისტენტ-პროფესორის   თანამდებობაზე   ასარჩევი     კანდიდატი,   კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით    გამოხატოს   თანხმობა   მხოლოდ   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია  იმის  შესახებ,  რომ  არ  გააჩნია  ძალაში  მყოფი  ანალოგიური  ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
7.   საკონკურსო  დოკუმენტების  მიღება  იწარმოებს 2021 წლის 18 იანვრიდან 2021 წლის 25 იანვრის ჩათვლით 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის    საკონკურსო    დოკუმენტაციის    მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. 8, თსუ მე - 6 კორპუსი, ოთახი N108;
8.   ბრძანება  გამოქვეყნდეს  გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტი“;
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე   ბრძანება   კანონმდებლობით   დადგენილი   წესით   გადაეცეს   შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სოციალურ    და    პოლიტიკურ    მეცნიერებათა    ფაკულტეტი,    გაზეთი    „თბილისის უნივერსიტეტი“);
11.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე

რექტორი გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 248/01-01  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტების, 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,  34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილების-„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ"  (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №10 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს  2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური    პერსონალის   (პროფესორი,   ასოცირებული   პროფესორი,   ასისტენტ- პროფესორი,  ასისტენტი)  აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ,  ოქმი №4, 14.05.2018წ), „სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის ერთიანი     საშტატო     განრიგის     დამტკიცების     შესახებ“     თსუ     რექტორის და ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის  2020   წლის  15  დეკემბრის  N20/04  ერთობლივი ბრძანებისა   და იურიდიული   ფაკულტეტის   დეკანის თამარ ზარანდიას 2020 წლის 3 დეკემბრის N21053/31-05წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    იურიდიულ     ფაკულტეტზე     ასოცირებული     პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.   უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.   კონკურსი გამოცხადდეს 2020 წლის 17 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 18 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2021 წლის 14  თებერვლისა.
4.   კონკურსი გამოცხადდეს იურიდიულ ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

სამართლის მეთოდის მიმართულება
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (,,ა’’ კატეგორია)

5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა    უნდა წარმოადგინოს:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ,,ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება)"
ე)    შესაბამისი     აკადემიური     ხარისხის     დამადასტურებელი     დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.

6.  ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი   კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით    გამოხატოს  თანხმობა  მხოლოდ  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის    მიერ     შესაბამისი     აკადემიური     თანამდებობის     დაკავებისთანავე)     და დაადასტუროს       ინფორმაცია   იმის   შესახებ,   რომ   არ   გააჩნია   ძალაში   მყოფი
 
ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7.   საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს  2021 წლის 18 იანვრიდან 2021 წლის
20 იანვრის ჩათვლით 1030-დან 1600  საათამდე, იურიდიული ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, ოთახი N118.
8.   ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე    ბრძანება    კანონმდებლობით    დადგენილი    წესით    გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (იურიდიული ფაკულტეტი, საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო   ტექნოლოგიების   დეპარტამენტი, გაზეთი "თბილისის უნივერსიტეტი").
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 249/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

17/12/2020"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35- ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის   N118 დადგენილების -„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის  სამსახურში  მიღებისა  და  კონკურსის  ჩატარების  ერთიანი  წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29.12. 2014წ), თსუ აკადემიური  საბჭოს      2018  წლის  30  აპრილის    №113  დადგენილების  -„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და   ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 19 ნოემბრის №19/04 ერთობლივი ბრძანებისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თამარ ზარანდიას 2020 წლის 3 დეკემბრის N21053/31-05 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ     ფაკულტეტზე     პროფესორების     სამსახურში მისაღებად;
2.   უნივერსიტეტის  პროფესორად  10  (ათი)  წლის  ვადით  შეიძლება  არჩეულ  იქნეს დოქტორის   ან   მასთან   გათანაბრებული   აკადემიური   ხარისხის   მქონე   პირი,რომელსაც აქვს არანაკლებ 6  (ექვსი)  წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.   კონკურსი გამოცხადდეს 2020 წლის 17 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 18 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2021 წლის 14  თებერვლისა.
4.   კონკურსი გამოცხადდეს იურიდიულ ფაკულტეტზე პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

საერთაშორისო სამართლის მიმართულება:
პროფესორი - 1 საშტატო ერთეული („ა“ კატეგორია)

ადმინისტრაციული სამართლის მიმართულება: პროფესორი - 1 საშტატო ერთეული („ა“ კატეგორია) პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (,,ბ’’ კატეგორია)

სისხლის სამართლის მიმართულება:
პროფესორი - 1 საშტატო ერთეული („ა“ კატეგორია)

5.   პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა   წარმოადგინოს:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ),,ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება)"
ე)    შესაბამისი     აკადემიური     ხარისხის     დამადასტურებელი     დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
 
6.  პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი   კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს    თანხმობა   მხოლოდ   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი    აკადემიური   თანამდებობის   დაკავებისთანავე)   და   დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7.   საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს  2021 წლის 18 იანვრიდან 2021 წლის
20 იანვრის ჩათვლით 1030-დან 1600  საათამდე, იურიდიული ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, ოთახი N118.
8.   ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, იურიდიული ფაკულტეტი)
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 250/01-01  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტების 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

16/12/2020,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2015 წლის 29 ივლისის N126/01-01 ბრძანების, დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატების შესარჩევი კომისიის სხდომის 2020 წლის 04 დეკემბრის N1 ოქმის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ გაგოშიძის 08.12.2020წ. N21336/26 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაფინანსდნენ, 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, საუნივერსიტეტო დაფინანსების მოპოვების გამო, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტები 7031.25 ლარით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) შემდეგი თანაფარდობით:
ა) ნატო ასათიანი -1406.25 ლარით;
ბ) ანა გველესიანი -1406.25 ლარით;
გ) თამარი გიორგობიანი  -1406.25 ლარით; 
დ) ვერიკო სადაღაშვილი - 1406.25 ლარით; 
ე) ლენა ჯაჯანიძე -1406.25 ლარით

.2.    დაევალოს     საფინანსო     დეპარტამენტს     შეიტანოს     შესაბამისი     ცვლილებები დოქტორანტების მონაცემთა ბაზაში;
3.      ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ–გვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.    წინამდებარე      ბრძანება      კანონმდებლობით      დადგენილი      წესით      გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს    (საფინანსო დეპარტამენტი,   სასწავლო   პროცესის   მართვის   დეპარტამენტი,   ფსიქოლოგიისა   და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე

View More

Order N: 1462/02-04  

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი   განათლების   შესახებ’’   საქართველოს კანონის  23-ე  მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  63-ე  მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ ,,პ“ ქვეპუნქტების და თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის გიორგი ჯაიანის 2020 წლის 11 დეკემბრის N21474/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით  დამტკიცებული    დანართი  N1-ის  52-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,ა) ბაკურ გულუა - დირექტორის მოადგილე - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე

View More

Order N: 174/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე - 2 პუნქტების, 35 -ე მუხლის მე - 2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 28 - ე მუხლის, 29 - ე მუხლის მე - 2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N 118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და    კონკურსის     ჩატარების     ერთიანი     წესის     შესახებ"     (დამტკიცებულია     თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს  2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ერთიანი  საშტატო  განრიგის  დამტკიცების  შესახებ“ თსუ  რექტორის  და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 19 ნოემბრის  № 19/04 ერთობლივი ბრძანების და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ დოლბაიას 2020 წლის 9 დეკემბრის N 21340/30 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2.უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.კონკურსი გამოცხადდეს 2020 წლის 17 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა   განისაზღვროს 2021 წლის 18   იანვრიდან 2021 წლის 25 იანვრის ჩათვლით.  საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2020 წლის 20 მარტისა.
4.კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“);

5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  (დადგენილი   ფორმის მიხედვით); 
ბ)კონკურსანტის ანკეტა,შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ),,ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ)  შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი)  სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
6. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი,კონკურსში მონაწილეობის  მიღების  მიზნით,  ვალდებულია  გაეცნოს  თსუ  აკადემიური  საბჭოს  N
113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტთან   აფილირების   შესახებ   (რაც   ძალაში   შევა   მის   მიერ 
შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება,    შეთანხმება      ან      სხვ.)      სხვა      უმაღლეს      საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება 2021 წლის 18   იანვრიდან 2021 წლის 25 იანვრის ჩათვლით 11.00სთ-დან 15.00 სთ-მდე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  საკონკურსო  დოკუმენტაციის  მიმღებ  აპარატში,  გამზ. 8,    თსუ    მე  -  6 კორპუსი, ოთახი N108;
8. ბრძანება  გამოქვეყნდეს  გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტი“;
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე   ბრძანება   კანონმდებლობით   დადგენილი   წესით გადაეცეს   შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სოციალურ    და    პოლიტიკურ    მეცნიერებათა    ფაკულტეტი,    გაზეთი    „თბილისის უნივერსიტეტი“);
11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი    გიორგი შარვაშიძე 
 
View More

Order N: 246/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმის) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“    ქვეპუნქტებისა  და  მე-9 პუნქტის,  ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 5 ნოემბრის N18/04 ერთობლივი ბრძანებისა და    შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის  ირმა რატიანის  2020 წლის N21514/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის -უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე   გამოცხადებული   კონკურსის   შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად :

ქართული ლიტერატურის სამეცნიერო  განყოფილება

1.ნემსაძე ადა -  უფროსი  მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება   ადა ნემსაძესთან.
3. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს.
4. წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი    გიორგი შარვაშიძე 

View More

Order N: 247/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8   პუნქტის „ა", „ბ" და „პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის  N118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29.12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის  №113 დადგენილების - „სსიპ   – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო  განრიგის  დამტკიცების  შესახებ“ თსუ  რექტორისა  და  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 19 ნოემბრის №19/04 ერთობლივი ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რამაზ ხომერიკის 2020 წლის 9 დეკემბრის  N21345/28 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ- პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2.    უნივერსიტეტის   ასისტენტ-პროფესორად   4   (ოთხი)   წლის   ვადით   შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
3.   კონკურსი გამოცხადდეს 2020 წლის 16 დეკემბერს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 18 იანვრიდან 2021 წლის 22 იანვრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2021 წლის 20 თებერვლისა.
4.    კონკურსი     გამოცხადდეს     ზუსტ     და     საბუნებისმეტყველო     მეცნიერებათა ფაკულტეტის    ასისტენტ-      პროფესორების      აკადემიური      თანამდებობის დასაკავებლად:

მათემატიკის დეპარტამენტი კათედრა: მათემატიკური ანალიზი
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული  (კატეგორია ,,ა’’)

კათედრა: ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია ,,ბ’’)

5.   ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა)  განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  (დადგენილი   ფორმის მიხედვით); 
ბ)   კონკურსანტის   ანკეტა,   შევსებული   დადგენილი   ფორმის   მიხედვით   (ანკეტა წარმოდგენილი  უნდა  იყოს  როგორც  ნაბეჭდი,  ისე  ელექტრონული  (CD)  სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ)  პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის  მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამოტივაციო წერილი;

6.   საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2021 წლის 18 იანვრიდან 2021 წლის 22 იანვრის ჩათვლით 1100-დან 1600 საათამდე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ.  N3 (II კორპუსი) ოთახი N110;
7. ასისტენტ-პროფესორის  თანამდებობაზე  ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი).
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 243/01-01  

,,პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” რექტორის 2020 წლის 09 დეკემბრის N242/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი    განათლების   შესახებ”    საქართველოს   კანონის   22-ე   მუხლის    პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების,  53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის   პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის,   56-ე მუხლის   მე-2 და  მე-3 ნაწილების,  57-ე და  63-ე  მუხლების,    საქართველოს  განათლებისა   და   მეცნიერების    მინისტრის   2013 წლის    11    სექტემბრის    №135/ნ    ბრძანებით    დამტკიცებული    საჯარო    სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9   პუნქტის,  საქართველოს განათლების,   მეცნიერების, კულტურისა  და   სპორტის მინისტრის 2020 წლის 30 იანვრის N124 ბრძანებისა და საფინანსო დეპარტამენტის  უფროსის 2020 წლის 04 დეკემბრის  №21136/10, საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება ,,პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის  კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე  სახელმწიფო  სტიპენდიით  დასაფინანსებელი  სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” რექტორის 2020 წლის 09 დეკემბრის N242/01-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ფაკულტეტებმა  დასაფინანსებელ სტუდენტთა სია  პირადობის  მოწმობის ასლისა და ანგარიშის  ნომრის  ამონაწერით  საქართველოს ბანკიდან (ელექტრონული ვერსია excel ფორმატი) წარმოადგინონ საფინანსო დეპარტამენტში 2020   წლის 16 დეკემბრის  ჩათვლით“.

2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

View More

Order N: 244/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020- 2021 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 13 ივლისის N132/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 13 ივლისის N132/01-01 ბრძანების პირველ პუნქტში:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) შემოდგომის სემესტრი (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გარდა): ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 7 აგვისტო - 20 სექტემბერი;
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 7-20 სექტემბერი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 14 სექტემბერი - 18 ოქტომბერი (სრულად დისტანციურად),    
19 ოქტომბერი - 27 ნოემბერი (პრაქტიკული     და ლაბორატორიული მეცადინეობები არადისტანციურ რეჟიმში, ხოლო სასაწავლო პროცესის სხვა კომპონენტები დისტანციურად)“; 28 ნოემბერი - 26 დეკემბერი (მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური კომპონენტები შესაძლებელია წარიმართოს  არადისტანციურ რეჟიმში, სხვა შემთხვევაში სრულად დისტანციურად);
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 18 იანვარი - 10 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები);
16-22 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები - 27 დეკემბერი – 17 იანვარი; 23 -28 თებერვალი.“ 
ბ) „ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ1) შემოდგომის სემესტრი (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი): 
ბ1.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 7 აგვისტო - 20 სექტემბერი;
ბ1.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 7-20 სექტემბერი;
ბ1.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 21 სექტემბერი - 18 ოქტომბერი (სრულად დისტანციურად), 19 ოქტომბერი - 27 ნოემბერი (პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები არადისტანციურ რეჟიმში, ხოლო სასაწავლო პროცესის სხვა კომპონენტები დისტანციურად), 28 ნოემბერი - 2 იანვარი (სრულად დისტანციურად)“;
ბ1.დ) საგამოცდო პერიოდი - 18 იანვარი - 10 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები),
16-22 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ბ1.ე) არდადეგები - 3  – 17 იანვარი; 23-28 თებერვალი.“ გ) „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ1) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა:

გ1.ა. პირველსემესტრელთა რეგისტრაცია:
გ1.ბ.  ადმინისტრაციული  რეგისტრაცია  და  ხელშეკრულების  გაფორმება  -  3-9 სექტემბერი;
გ1.გ. აკადემიური რეგისტრაცია - 10-14 სექტემბერი. გ1.დ. შემოდგომის სემესტრი:
გ1.ე. ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 7 აგვისტო - 21 სექტემბერი; გ1.ვ. აკადემიური რეგისტრაცია - 14 - 21 სექტემბერი;
გ1.ზ. სააუდიტორიო მეცადინეობები - 21 სექტემბერი - 18 ოქტომბერი (სრულად დისტანციურად),    19     ოქტომბერი - 27 ნოემბერი (პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები არადისტანციურ რეჟიმში, ხოლო სასაწავლო პროცესის სხვა კომპონენტები დისტანციურ რეჟიმში), 28 ნოემბერი - 2 იანვარი (სრულად დისტანციურად)“.
გ1.თ. საგამოცდო პერიოდი - 18 იანვარი - 10 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები),16-22 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
გ1.ი. არდადეგები - 3 - 17 იანვარი; 23-28 თებერვალი.“ 
დ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
ე) შემოდგომის სემესტრი:
ე.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 7 აგვისტო - 21 სექტემბერი; 
ე.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 14 - 21 სექტემბერი;
ე.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 21 სექტემბერი - 18 ოქტომბერი (სრულად დისტანციურად), 19 ოქტომბერი - 27 ნოემბერი (პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები არადისტანციურ რეჟიმში, ხოლო სასაწავლო პროცესის სხვა კომპონენტები დისტანციურ რეჟიმში), 28 ნოემბერი - 2 იანვარი (მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური კომპონენტები შესაძლებელია წარიმართოს      არადისტანციურ რეჟიმში, სხვა შემთხვევაში სრულად დისტანციურად)“.
ე.დ) საგამოცდო პერიოდი - 18 იანვარი - 10 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები),
16 - 22 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ე.ე) არდადეგები - 3 - 17 იანვარი; 23-28 თებერვალი.

2.  ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  დაევალოს  კანცელარიას,  ბრძანება  განათავსოს  ყველასათვის  ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე 
 
View More

Order N: 245/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ ,,პ“ ქვეპუნქტების და თსუ   მედიცინის ფაკულტეტის დეკანის დიმიტრი კორძაიას 2020 წლის 10 დეკემბრის N21393/32 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს დამატება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-6 მუხლს დაემტოს შემდეგი შინაარსის მქონე 25-ე პუნქტი:

,,25. ნინო შარაშიძე - მედიცინის ფაკულტეტის კლინიკური და კვლევითი უნარჩვევების კათედრის ხელმძღვანელი, ასოცირებული  პროფესორი  -  კათედრაზე  არსებული თანამედროვე სასწავლო-სამეცნიერო ტექნოლოგიებზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი.“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ლაშა საღინაძე  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

View More

Order N: 172/02-01