Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტარტუს უნივერსიტეტის ვირტუალური კურსი "Common Challenges of Competing Regionalisms"

 

ტარტუს უნივერსიტეტის იოჰან სკაიტის სახელობის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი საერთაშორისო სტუდენტებს იწვევს უფასო, ინგლისურენოვან ონლაინ კურსზე "Common Challenges of Competing Regionalisms" დასასწრებად, რომელიც 26 აპრილიდან 6 ივნისამდე ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება.

აღნიშნულ კურსზე დასწრება შეუძლია ყველას, ვინც დაინტერესებულია რეგიონალიზმით და ევროპასა და ევრაზიაში ინტეგრაციის პროცესებით, განსაკუთრებით კი, ევროპისა და რუსეთისმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტოლოგიის მიმათულებების მაგისტრატურის და ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს.

 

კურსებზე დასწრებისათვის საჭიროა ელექტრონული რეგისტრაციის გავლა. ამისათვის, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს.  

სტუდენტებისათვის, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კურსი, ტარტუს უნივერსიტეტის მიერ გაიცემა ციფრული სერთიფიკატი.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს, ასევე იხილოთ სარეკლამო რგოლი.