Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გაეროს ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამა (YPP)

გაეროს ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამა (UN Young Professionals Program - YPP) ყოველწლიური დასაქმების ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული და მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა პროფესიონალების შერჩევას და დასაქმებას გაეროში.

ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამა შემდეგ ეტაპებს მოიცავს: განაცხადის წარდგენა, ორ-ეტაპიანი ონლაინ გამოცდა და გასაუბრება. ის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან  განაცხადის წარდგენის, გამოცდებისა და გასაუბრების ფაზებს, მოხვდებიან გაეროს შესაბამის  ბაზაში, რომელიც მოქმედია სამი წლის განმავლობაში. YPP ბაზა გამოიყენება გაეროს სამდივნოს მასშტაბით პროფესიული ვაკანსიების შესავსებად.  

მონაწილე ქვეყნების სია წლიდან წლამდე იცვლება. 2015 წლის შემდეგ, გაეროს გადაწყვეტილებით, წელს საქართველო კვლავ მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ პროგრამაში.  

 განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 31 ოქტომბერი.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ იხილოთ საინფორმაციო ბროშურა.