Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რუმინეთის მთავრობის ყოველწლიური სასწავლო სტიპენდიები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის

რუმინეთის მთავრობის ყოველწლიური სასწავლო სტიპენდიები სტიპენდიები გაიცემა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებისთვის, რუმინეთის აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში, ყველა სფეროში, გარდა მედიცინისა, სტომატოლოგიური მედიცინისა და ფარმაციისა.

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტიპენდიების ბენეფიციარები ისწავლიან მხოლოდ რუმინულ ენაზე; სადოქტორო სტიპენდიის მფლობელებს შეუძლიათ აირჩიონ სწავლა რუმინულ, ან სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილ უცხო ენაზე.

სწავლის დაწყებამდე, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, გაიარონ რუმინული ენის შემსწავლელი ერთწლიანი კურსი, გამონაკლისია სადოქტორო სტიპენდიის მფლობელები, რომლებმაც აირჩიეს სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი უცხო ენა.

 

სტიპენდია ფარავს სწავლის საფასურს, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში განთავსების ხარჯებსა და ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას (მოსამზადებელი წლის ჩათვლით).

 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა არის 2024 წლის 16 მარტი.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გააგზავნონ მოთხოვნა პირდაპირ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე