Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ს ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მაგისტრატურის საფეხურის პირველი, მეორე და დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე* სემესტრის სტუდენტებისთვის ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტში (იტალია) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად!

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და იტალიაში

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მაგისტრატურის საფეხურის პირველი, მეორე, დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის შემდეგი მიმართულების სტუდენტებს: არქეოლოგია, ისტორია, ფილოსოფია, ინგლისური ფილოლოგია, იტალიური ფილოლოგია, ამერიკისმცოდნეობა, ანთროპოლოგია.

მობილობის პერიოდი: 2022 წლის გაზაფხულის სემესტრი

 

კონკურსზე დაშვების წინაპირობაა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

 

ა) მიმდინარე კონკურსის რეგისტრაციის დასრულებამდე არაუადრეს 4 კალენდარული წლით აღებული შემდეგი სერტიფიკატები:

  • ინგლისური ენის შემთხვევაში: TOEFL (90 iBT), IELTS (6.5 მინიმალური საშუალო ქულა) ან CAMBRIDGE (FCE)-ის სერთიფიკატი;
  • იტალიური ენის შემთხვევაში: CILS (B2), PLIDA (B2)

ან

ბ) უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული უცხოური ენების ინსტიტუციური ტესტირების შედეგი (არანაკლებ 71 ქულისა), რომელიც ძალაშია ტესტირების ჩატარების სემესტრისა და მომდევნო 1 სემესტრის განმავლობაში (შესაბამისად, ამ კონკურსის მიზნებისთვის ვალიდურად ითვლება 2021 წლის 2 მარტის და 6 ოქტომბრის ტესტირებათა შედეგები);

ან

გ) უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 1 სემესტრის განმავლობაში დასწრებულად სწავლის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა, სადაც სწავლების ენად გამოყენებული იყო იმ უნივერსიტეტში/პროგრამაზე მოქმედი სწავლების ენა, რაზეც განაცხადს აკეთებთ;  

 

 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

 

  1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

 

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

 

  1. პირადობის დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტის - პასპორტის (მისი არარსებობის შემთხვევაში, პირადობის მოწობის) ასლი (სკანირებული pdf ვერსია);
  2. შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (დანართი 1);
  3. CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე (დოქტრანტურის საფეხურის სტუდენტებმა CV-ში უნდა მიუთითოთ პუბლიკაციები, სემიანარები და კონფერენციები);
  4. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე;
  5. ბაკალავრის დიპლომის სკანირებული ვერსია (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის);
  6. ბაკალავრის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის);
  7. მაგისტრატურის დიპლომის სკანირებული ვერსია (მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის);
  8. მაგისტრატურის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე (მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის);
  9. მიმდინარე შეფასებების ამონაწერი აპლიკანტის მიერ გავლილი საგანმანათლებლო დისციპლინების მიხედვით, GPA-ის მითითებით (ინგლისურ ენაზე (სკანირებული PDF ვერსია);
  10. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი ან უცხოეთში საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. აპლიკანტებს, რომლებსაც თსუ ენის ინსტიტუციური ტესტის დადებითი შედეგი აქვთ, არ ესაჭიროებათ დოკუმენტის ატვირთვა);
  11. სსსმ  პირის  სტატუსის  დამადასტურებელი  ოფიციალური  ცნობა/დოკუმენტი  (არსებობის შემთხვევაში  (სკანირებული  PDF   ვერსია);
  12. შევსებული სასწავლო ხელშეკრულება. ხელშეკრულების შესავსებად იხილეთ ვენეციის კა’ფოსკარის უნივერესიტეტის მიერ შემოთავაზებული კურსები, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ უნდა დაამოწმოთ თქვენი ხელმოწერით და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით. დანართი 2 
  13. რეკომენდაცია ინგლისურ ენაზე (ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge რეკომენდატორის ველში უნდა შეიყვანოთ თქვენი რეკომენდატორის მონაცემები. რეკომენდატორს მეილზე მომენტალურად ეგზავნება ბმული, სადაც ონლაინ ავსებს რეკომენდაციას);
  14. მოტივაციის წერილი ინგლისურ ენაზე არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ. 
  15. მასპინძელ უნივერსიტეტში განსახორციელებელი კვლევის აღწერა/work plan (ინგლისურ ან იტალიურ ენაზე; არაუმეტეს 2 გვერდისა; მხოლოდ დოქტორანტურის საფეხური სტუდენტებისათვის) (დანართი 3);
  16. დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის) (აღნიშნული დოკუმენტის მისაღებად მიწერეთ international.cooperation@unive.it, გაუგზავნეთ CV და საკვლევი გეგმის მონახაზი).

 

 

გაცვლითი პროგრამაზე განაცხადის გაკეთებით დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge და ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ სრულყოფილი განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 4 ნოემბრის 16:00 საათამდე!

 

!!! ელ-ფოსტაზე მიღებული განაცხადები არ განიხილება

 

*სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მეხუთე და ზედა სემესტრების დოქტორანტების საყურადღებოდ: დოქტორანტურის საფეხურის მეხუთე და ზედა სემესტრების ის სტუდენტები, რომლებიც 6 სასწავლო სემესტრის განმავლობაში ვერ ახერხებენ სწავლის დასრულებას (თემის სირთულიდან გამომდინარე), აღნიშნულის თობაზე ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში, დაიშვებიან კონკურსზე. 

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია: 


ა) ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალი mobility.tsu.ge:
     

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პორტალი mobility.tsu.ge:

  • არ არეგისტრირებს განაცხადებს ზემოთ მითითებული ვადის (4 ნოემბრის 16:00სთ) გასვლის შემდეგ; 
  • არ არეგისტრირებს არასრულ სააპლიკაციო პაკეტს;
  • სააპლიკაციო განაცხადი ელექტრონულად აბარებულად ითვლება მხოლოდ გაგზავნის ღილაკის დაჭერის შემდეგ!
  • სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარმატებით გამოგზავნის შემდეგ, აპლიკანტი მეილზე მიიღებს შესაბამის შეტყობინებას;
  • გასაუბრებების დრო და თარიღი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პორტალზე [mobility.tsu.ge] მითითებულ მეილზე;
  • აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად!

 

ბ) ფინანსები და Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები:

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:

  • ფიზიკური მობილობის განხორციელება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წესების და რეგულაციების დაცვასთან, როგორიცაა Covid-19 ვაქცინაციის სრული კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა, PCR ტესტირება (ერთ ან მრავალჯერადად), საკარანტინო სივრცეში დარჩენა, სამოგზაურო, ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა და სხვა, რაც ფინანსურ ხარჯებთან და დროით რესურსთან არის დაკავშირებული. ყველა ასეთი ხარჯის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს მობილობაში მონაწილე სტუდენტის მიერ.
  • მსოფლიოში არსებული Covid-19 პანდემიის გამო, გამონაკლის შემთხვევებში, 2022 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა შეიძლება გაუქმდეს ან გადადებულ იქნას 2022-23 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრამდე!
  • მოცემული მობილობის მასპინძელი უნივერსტეტის მოთხოვნით ან ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო გადადების შემთხვევაში, თსუ-ს მიერ ნომინირებულ სტუდენტებს უფლება ექნებათ განახორციელონ მობილობა არაუგვიანეს მე-7 სასწავლო სემესტრის განმავლობაში.
  • მოცემული გაცვლითი პროგრამების ფარგლებში არ არის გათვალისწინებული სავიზო მოსაკრებლისა და საერთაშორისო დაზღვევის ხარჯების ანაზღაურება; შესაბამისად, ეს ხარჯები უნდა ანაზღაურდეს მობილობაში მონაწილე სტუდენტის მიერ!

 

გ) კონკურსის ორგანიზების საფუძველი და შერჩევის წესი:

 

 

გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge გამოყენების სახელმძღვანელო

 

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge