ცხადდება კონკურსი ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში (გერმანია) კვლევითი სტაჟირებისათვის სტიპენდიების მოსაპოვებლად დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე თსუ-ს აკადემიური პერსონალისთვის, რომელიც ჩართულია კვლევით ან/და საგანმანათლებლო საქმიანობაში
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა (ენების გარდა), სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა, სამართლის მეცნიერების და გერმანული ფილოლოგიის სამეცნიერო ხარისხის (PhD ან მასთან გათანაბრებული) მქონე თსუ-ის პერსონალს, რომელიც ჩართულია კვლევით ან/და საგანმანათლებლო საქმიანობაში.
სტიპენდიის ხანგრძლივობა: 1 (ერთი) კალენდარული თვე;
მობილობის პერიოდი: მობილობა უნდა განხორციელდეს 2026 წლის 31 დეკემბრამდე;
სტიპენდიის სრული მოცულობა: 2,000 ევრო.
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო მგზავრობისა და სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!
კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.