ცხადდება კონკურსი თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებისთვის ლაკვილას უნივერსიტეტში (იტალია) ევროკომისიის მიერ დაფინასებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს რომლებიც ფლობენ ინგლისურ ან იტალიურ ენას:
მიმართულებები (ინგლისურენოვანი/იტალიურენოვანი):
- მათემატიკა;
- კომპიუტერული მეცნიერებები;
- ფიზიკა;
- ქიმია.
მობილობის პერიოდი: 2025/2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
მობილობის ხანგრძლივობა: 8 დღე
კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.