ცხადდება კონკურსი ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებისთვის მარმარას უნივერსიტეტში (თურქეთის რესპუბლიკა) ევროკომისიის მიერ დაფინასებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად
აკადემიური მიმართულებები: იურიდიული, არქეოლოგია, უკრაინისტიკა, ანთროპოლოგია, თურქოლოგია
ადმინისტრაციული მიმართულებები: საგარეო ურთიერთობები/საერთაშორისო ოფისი
სამიზნე ჯგუფი:
- თსუ-ს მმართველი რგოლის წარმომადგენელები: რექტორი, ვიცერექტორი, დეკანი, კანცლერი, ვიცე-კანცლერი, დეპარტამენტის უფროსი;
- აკადემიური მიმართულებების წარმომადგენელი: აკადემიური პერსონალი
მობილობის ენა: ინგლისური ან თურქული
მობილობის განხორციელების ვადა: 2024/25 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე
დაინტერესების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.