Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უცხო ენის მოქმედი საერთაშორისო სერტიფიკატების არქონის შემთხვევაში (აღებული უკანასკნელი 4 წლის მანძილზე, B2 დონე), თსუ-ის მიერ ადმინისტრირებულ გაცვლით პროგრამებში, როგორიცაა ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობა, ბილატერალური გაცვლითი პროგრამები და სხვ., მონაწილეობის მსურველი სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ უცხო ენის ინსტიტუციურ ტესტირებაზე.

ტესტირებაზე დაიშვებიან სტუდენტები, ვისთვისაც 2023/24 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი არის:

 

  • ბაკალავრიატის საფეხურის შემთხვევაში, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 ან მე-6 სემესტრი,
  • მაგისტრატურის საფეხურის შემთხვევაში, პირველი ან მე-2 სემესტრი,
  • დოქტორანტურის საფეხურის შემთხვევაში, განურჩევლად სემესტრისა


 
რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალის mobility.tsu.ge საშუალებით.

 

უცხო ენის ინსტიტუციურ ტესტირებაზე რეგისტრაცია შესაძლებელია 2023 წლის 18 დეკემბრიდან 2024 წლის 4 მარტის 15 საათის (თბილისის დროით) ჩათვლით.

 

ინსტიტუციური ტესტირების გავლა შესაძლებელია შემდეგ უცხოურ ენებში: ინგლისური, გერმანული, იტალიური, ესპანური, პორტუგალიური, ფრანგული, ბერძნული, და თურქული.

 

ტესტირება გაიმართება 2024 წლის 6 მარტს 10:00-ზე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11, თბილისი).