Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ს ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მაგისტრატურის საფეხურის მეორე და დოქტორანტურის საფეხურის  მესამე და მეოთხე* სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული PEERS კრედიტ-მობილობის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად მინიოს უნივერსიტეტში, ავეიროს უნივერსიტეტში და ევორას უნივერისტეტში (პორტუგალია)!

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და პორტუგალიაში

 

მინიოს უნივერსიტეტი PEERS საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში, კონსორციუმის ორ პარტნიორთან, ავეიროს უნივერსიტეტთან და ევორას უნივერსიტეტთან ერთად აცხადებს აპლიკაციის მიღებას ერთსემესტრიან გაცვლით პროგრამაზე.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის  ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მაგისტრატურის საფეხურის  მეორე, დოქტორანტურის საფეხურის მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებს.

 

მობილობის პერიოდი: 2024 წლის გაზაფხულის სემესტრი ან 2024 წლის შემოდგომის სემესტრი

მობილობის ხანგრძლივობა: 5 თვე

 

საბუთების მიღების პროცედურებზე და პროგრამასთან დაკავშირებული სხვა საჭირო ინფორმაცია იხილეთ აქ.