Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის კორუნას უნივერსიტეტსა (ესპანეთი) და პალაცკის უნივერსიტეტში (ჩეხეთი) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად!

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება როგორც ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და ევროპაში, ასევე მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის  ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის შემდეგი მიმართულების სტუდენტებს: 

კორუნას უნივერსიტეტი (ესპანეთი):

  • სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის):  იურიდიული, ბიოლოგია, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერებები
  • სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი მაგისტრატურის სტუდენტებისთვის):  ბიოლოგია, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერებები

 

პალაცკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი):

  • სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის): საზოგადოებრივი გეოგრაფია, გეოგრაფია

 

მობილობის პერიოდი: 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.