Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ს ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის ტრირის  უნივერსიტეტში (გერმანია) სტიპენდიების მოსაპოვებლად!

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება როგორც ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და გერმანიაში, ასევე მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის  ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის შემდეგი მიმართულების სტუდენტებს: 

 

  1. იურიდიული, ეკონომიკა, გერმანული ფილოლოგია (გერმანულენოვანი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის)
  2. ეკონომიკა, პოლიტიკის მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები, ინგლისური ფილოლოგია, გეოგრაფია (ინგლისურენოვანი მაგისტრატურის სტუდენტებისთვის);

 

მობილობის პერიოდი: 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.