Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ს დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის ტრირის უნივერსიტეტის (გერმანია) მიერ ორგანიზებული გერმანული ენის შემსწავლელი ინტენსიური კურსის სტიპენდიის მოსაპოვებლად!

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება როგორც ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და გერმანიაში, ასევე მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს

 

სტიპენდიის ოდენობა: 1200 ევრო

კურსის გადასახადი: 750 ევრო

განთავსება (ერთ ადგილიან ოთახში): 350 ევრო

მობილობის პერიოდი: 2023 წლის 7 აგვისტო - 1 სექტემბერი

 

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო მგზავრობისა და   საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

 

კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.