Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ს ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებისთვის ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტში (სლოვაკეთი) ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაცვლითი პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და სლოვაკეთში, ასევე მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე

 

გაცვლითი პროგრამის პირობები: გაცვლით სტუდენტს ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტი სთავაზობს უფასო სწავლას, ყოველთვიურ სტიპენდიას (კვების ხარჯების დასაფარად) და  ადგილს უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში.

 

მობილობის პერიოდი: 2023-24 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ აქ

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე exchange@tsu.ge.