Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) - ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტში (საფრანგეთი) და ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში (გერმანია) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად!

 

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება როგორც ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და ევროპაში, ასევე მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე.

 

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET):

  1. ბაკალავრიატის საფეხურის მეოთხე და მაგისტრატურის საფეხურის მეორე სემესტრის სტუდენტებს - კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტის შემთხვევაში;
  2. ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს - გაიზენჰაიმის უნივერსიტეტის შემთხვევაში.

 

სწავლების ენა: ინგლისური

მობილობის პერიოდი: 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ აქ

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge.