Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ს მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და ევროპაში, ასევე მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე

 

!! გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ-ს ვებ-გვერდზე!

 

სტიპენდიების ჩამონათვალი ქვეყნების, უნივერსიტეტებისა და სასწავლო მიმართულებების მიხედვით:

 

 

ავსტრია

 

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): პოლიტიკის მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები, სოციოლოგია (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის);

მობილობის პერიოდი: 2022-23 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი/გერმანულენოვანი): სოციოლოგია, საზოგადოებრივი გეოგრაფია (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის), ტურიზმი (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის), გეოგრაფია (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის);

მობილობის პერიოდი: 2022-23 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

 

გერმანია

 

შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): საჯარო ადმინისტრირება (იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)

მობილობის პერიოდი: 2022-23 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ინგლისური ფილოლოგია, ამერიკანისტიკა (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის),  მათემატიკა (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის).

სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): გერმანული ფილოლოგია, არქეოლოგია, ისტორია (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის), განათლების მეცნიერება, ფსიქოლოგია (ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის),  სოციოლოგია, გეოგრაფია, პოლიტიკის მეცნიერებები (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის);

მობილობის პერიოდი: 2022-23 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი 

სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): 

  • იურიდიული (იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი):

  • ეკონომიკა, ბიზნესი (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის);
  • პოლიტიკური მეცნიერება, სოციოლოგია, სოციალური მუშაობა (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
  • კულტურის მეცნიერებები (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)

მობილობის პერიოდი: 2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): ბიზნესის ადმინისტრირება

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): სოციალური მუშაობა

მობილობის პერიოდი: 2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

ესტონეთი

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები: იურიდიული (იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)

მობილობის პერიოდი: 2022-23 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

ესპანეთი

როვირა და ვირგილის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (ესპანურენოვანი): ისტორია, არქეოლოგია (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)

მობილობის პერიოდი: 2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

 

საფრანგეთი

 

რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი

სასწავლო მიმართულებები (ფრანგულენოვანი/ინგლისურენოვანი): კომპიუტერული მეცნიერება (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი);

მობილობის პერიოდი: 2022-23 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

 

სლოვაკეთი

 

მატეი ბელის სახელობის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები: პოლიტიკის მეცნიერებები (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის), ბიზნეს ადმინისტრირება (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის), იურიდიული (იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის);

მობილობის პერიოდი: 2022-23 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

პოლონეთი

 

სოციალური და მედია კულტურის აკადემია ტორუნში

სასწავლო მიმართულებები: პოლიტიკის მეცნიერებები, ჟურნალისტიკა (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი), ისტორია (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი)

მობილობის პერიოდი: 2022-23 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

 

კონკურსზე დაშვების წინაპირობაა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

 

ა) მიმდინარე კონკურსის რეგისტრაციის დასრულებამდე არაუადრეს 4 კალენდარული წლით აღებული შემდეგი სერტიფიკატები:

  • ინგლისური ენის შემთხვევაში: TOEFL (90 iBT), IELTS (6.5 მინიმალური საშუალო ქულა) ან CAMBRIDGE (FCE)-ის სერთიფიკატი;
  • გერმანული ენის შემთხვევაში: TestDaF (TDN 3), DSH (DSH 1), DSD (B2), Goethe Certificate (90-100)
  • ესპანური ენის შემთხვევაში: DELE (B2), eLADE (B2)
  • ფრანგული ენის შემთხვევაში: DELF (B2), DALF (B2)

ან

ბ) უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული უცხოური ენების ინსტიტუციური ტესტირების შედეგი (არანაკლებ 71 ქულისა), რომელიც ძალაშია ტესტირების ჩატარების სემესტრისა და მომდევნო 1 სემესტრის განმავლობაში (შესაბამისად, ამ კონკურსის მიზნებისთვის ვალიდურად ითვლება 2022 წლის 7 მარტისა და 2022 წლის 5 ოქტომბრის ტესტირებათა შედეგები);

ან

გ) უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 1 სემესტრის განმავლობაში დასწრებულად სწავლის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა სწავლების ენის მითითებით, სწავლების ენად გამოყენებული იყო იმ უნივერსიტეტში/პროგრამაზე მოქმედი სწავლების ენა, რაზეც განაცხადს აკეთებთ;

ან

დ) თსუ-ში ისეთ უცხოენოვან პროგრამაზე სწავლა, სადაც სწავლების ენად გამოყენებულია შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამაზე მოქმედი სწავლების ის ენა, რომელზეც განაცხადს აკეთებთ;

 

 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

 

  1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ან/და მიმღები უნივერსიტეტი)
  3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

 

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

 

  1. პირადობის დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტის - პასპორტის (მისი არარსებობის შემთხვევაში, პირადობის მოწობის) ასლი (სკანირებული pdf ვერსია);
  2. CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე; 
  3. ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ (გაცემული ინგლისურ ენაზე, სკანირებული pdf ვერსია); 
  4. მიმდინარე შეფასებების ამონაწერი აპლიკანტის მიერ გავლილი საგანმანათლებლო დისციპლინების მიხედვით, GPA-ის მითითებით (გაცემული ინგლისურ ენაზე, სკანირებული PDF ვერსია);
  5. ბაკალავრის დიპლომის pdf ვერსია;
  6. ბაკალავრის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
  7. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირობები იხილეთ ზემოთ). აპლიკანტებს, რომლებსაც თსუ ენის ინსტიტუციური ტესტის დადებითი შედეგი აქვთ, არ ესაჭიროებათ დოკუმენტის ატვირთვა);
  8. სსსმ  პირის  სტატუსის  დამადასტურებელი  ოფიციალური  ცნობა/დოკუმენტი  (არსებობის შემთხვევაში, სკანირებული  PDF   ვერსია);
  9. შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (სკანირებული PDF ვერსია). ხელშეკრულების შესავსებად იხილეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ უნდა დაამოწმოთ თქვენი ხელმოწერით და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით. დანართი 1 . (გთხოვთ იხ. ბრძანება N15/04; ბრძანება N33/04);   
  10. რეკომენდაცია ინგლისურ/ქართულ ენაზე (ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge რეკომენდატორის ველში უნდა შეიყვანოთ თქვენი რეკომენდატორის მონაცემები. რეკომენდატორს მეილზე მომენტალურად ეგზავნება ბმული, სადაც ონლაინ ავსებს რეკომენდაციას);
  11. სამოტივაციო წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ. (სამოტივაციო წერილი უნდა დაიწეროს იმ პროგრამაზე მოქმედ სწავლების ენაზე, რაზეც აპლიკანტი განაცხადს აკეთებს (PDF ვერსია);
  12. სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი ინგლისურ ენაზე ლათინური ანბანის მიხედვით (განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტზე);

     

    გაცვლით პროგრამაზე განაცხადის გაკეთებით დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge, ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 28 ოქტომბერის 14 საათამდე!

    • გამოგზავნილი განაცხადის შეცვლა ან/და ატვირთული დოკუმენტ(ებ)ის გამოცვლა შეუძლებელია.
    • რეკომენდატორის მიერ რეკომენდაციის შევსების და გამოგზავნის გარეშე სააპლიკაციო განაცხადის გამოგზავნა არ არის შესაძლებელი. შესაბამისად, მშვნელოვანია რეკომენდატორი ჯეროვნად ინფორმირებული იყოს განაცხადის გამოგზავნის დედლაინის თაობაზე

     

    სტიპენდია მოიცავს:

    1. სწავლის გადასახადისაგან გათავისუფლებას,
    2. ყოველთვიურ სტიპენდიას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნიხრით (ცალკეულ შემთხვევებში, პირველი თვის სტიპენდია გაიცემა ბენეფიციარის მასპინძელ უნივერსიტეტში ჩასვლისა და აუცილებელი ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის გავლიდან არაუადრეს მეხუთე კვირისა);  
    3. ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნიხრით

    შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

     

    გთხოვთ, გაითვალისწინოთ, გაცვლით პროგრამაში გამარჯვებულმა ყველა სტუდენტმა (მობილობის განხორციელებამდე) უნდა გაიაროს სავალდებულო სასერთიფიკატო კურსი „ინტერკულტურული კომპეტენციები“.  

     

    დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია: 


    ა) გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალი mobility.tsu.ge:
         

    გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პორტალი mobility.tsu.ge:

    • არ არეგისტრირებს განაცხადებს ზემოთ მითითებული ვადის (28 ოქტომბერის 14:00სთ) გასვლის შემდეგ; 
    • არ არეგისტრირებს არასრულ სააპლიკაციო პაკეტს;
    • სააპლიკაციო განაცხადი ელექტრონულად აბარებულად ითვლება მხოლოდ გაგზავნის ღილაკის დაჭერის შემდეგ!
    • სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარმატებით გამოგზავნის შემდეგ, აპლიკანტი მეილზე მიიღებს შესაბამის შეტყობინებას;
    • გამოგზავნილი განაცხადის სრულად ან ნაწილობრივად შეცვლა არ არის შესაძლებელი;
    • გასაუბრებების დრო და თარიღი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პორტალზე [mobility.tsu.ge] მითითებულ მეილზე;

     

    ბ) ფინანსები და Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები:

     

    გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:

    • ფიზიკური მობილობის განხორციელება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წესების და რეგულაციების დაცვასთან, როგორიცაა Covid-19 ვაქცინაციის სრული კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა, PCR ტესტირება (ერთ ან მრავალჯერადად), საკარანტინო სივრცეში დარჩენა, სამოგზაურო, ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა და სხვა, რაც ფინანსურ ხარჯებთან და დროით რესურსთან არის დაკავშირებული. ყველა ასეთი ხარჯის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს მობილობაში მონაწილე სტუდენტის მიერ.

     

    გ) კონკურსის ორგანიზების საფუძველი და შერჩევის წესი:

     

    გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალის mobility.tsu.ge გამოყენების სახელმძღვანელო

     

     

    დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge