Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ს  ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის კლერმონ-ოვერნის უნივერსიტეტში (საფრანგეთი) და გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში (გერმანია) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად!

 

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება როგორც ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოში, საფრანგეთსა და გერმნიაში, ასევე მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე

 

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:

  1. კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტის შემთხვევაში - ადმინისტრაციულ პერსონალს
  2. გაიზენჰაიმის უნივერსიტეტის შემთხვევაში - აკადემიურ პერსონალს

 

!!! მობილობა უნდა განხორციელდეს 2023 წლის 30 ივნისამდე

 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

 

  1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

 

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

 

1. პასპორტის ასლი;

2. ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე);

3. CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე;

4. რეკომენდაცია ინგლისურ ენაზე (ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge რეკომენდატორის ველში უნდა შეიყვანოთ თქვენი რეკომენდატორის მონაცემები. რეკომენდატორს მეილზე ეგზავნება ბმული, სადაც ონლაინ ავსებს რეკომენდაციას);

5.  შევსებული სამუშაო გეგმა (Mobility Agreement) ინგლისურ ენაზე: 

ა)  სამუშაო გეგმა უნდა მოიცავდეს 8 სალექციო საათს კვირაში; დოკუმენტი უნდა იყოს დამოწმებული თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით და ბეჭდით; დანართი 1(აკადემიური პერსონალის შემთხვევაში)

ბ)  შევსებული მობილობის ხელშეკრულება თსუ-ს შესაბამისი სამსახურის/დეპარტამენტის ხელმოწერით დამოწმებული; დანართი 2(ადმინისტრაციული პერსონალის შემთხვევაში)

6. მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ გაცემული დაინტერესების წერილი (pre-acceptance) (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესების დასტური, რომელიც გაცემული იქნება მასპინძელი უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური მიმართულების სამდივნოს მიერ (აკადემიური პერსონალის შემთხვევაში) და ადმინისტრაციული ერთეულის მიერ (ადმინისტრაციული პერსონალის შემთხვევაში)).

 

 

მობილობის პროგრამაზე განაცხადის გაკეთებით დაინტერესებული აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი უნდა დარეგისტრირდეს გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge, ატვირთოს სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნოს განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 16 სექტემბრის 14 საათამდე!

 

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია: 


ა) გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალი mobility.tsu.ge:
     

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პორტალი mobility.tsu.ge:

  • არ არეგისტრირებს განაცხადებს ზემოთ მითითებული ვადის (16 სექტემბრის 14:00სთ) გასვლის შემდეგ; 
  • არ არეგისტრირებს არასრულ სააპლიკაციო პაკეტს;
  • სააპლიკაციო განაცხადი ელექტრონულად აბარებულად ითვლება მხოლოდ გაგზავნის ღილაკის დაჭერის შემდეგ!
  • სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარმატებით გამოგზავნის შემდეგ, აპლიკანტი მეილზე მიიღებს შესაბამის შეტყობინებას;
  • გასაუბრებების დრო და თარიღი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პორტალზე [mobility.tsu.ge] მითითებულ მეილზე;
  • აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად!

 

ბ) ფინანსები და Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები:

  • ფიზიკური მობილობის განხორციელება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წესების და რეგულაციების დაცვასთან, როგორიცაა Covid-19 ვაქცინაციის სრული კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა, PCR ტესტირება (ერთ ან მრავალჯერადად), საკარანტინო სივრცეში დარჩენა, სამოგზაურო, ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა და სხვა, რაც ფინანსურ ხარჯებთან და დროით რესურსთან არის დაკავშირებული. ყველა ასეთი ხარჯის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს მობილობაში მონაწილის მიერ.

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge