geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Date 2026-07-30
Beginning 18:00 HR
Address ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 07

30 ივნისს, 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ფუნდამენტური კვლევის „საქართველო და კოვიდპანდემია: ახალი რეალობის ანთროპოლოგიური კვლევა“ (FR-21-14562) ფარგლებში მომზადებული გამოცემების პრეზენტაცია.

 

კვლევის შედეგად გამოიცა ორი წიგნი. პირველი მონოგრაფია აერთიანებს სამეცნიერო სტატიებს, რომლებიც საქართველოში კოვიდპანდემიის პერიოდში მიმდინარე სოციალურ, კულტურულ და ყოველდღიური ცხოვრების ტრანსფორმაციებს, საზოგადოების ადაპტაციის ფორმებსა და ახალ გამოწვევებს განიხილავს. მეორე გამოცემაში თავმოყრილია პანდემიის პერიოდისა და პოსტპანდემიური დროის დღიურები, ინტერვიუები, საველე ჩანაწერები და პირადი ნარატივები, რომლებიც ახალი რეალობის ადამიანურ გამოცდილებას ასახავს.

 

პრეზენტაციის ფარგლებში საუბარი იქნება კვლევის პროცესში გამოვლენილ სირთულეებსა და შესაძლებლობებზე, ანთროპოლოგიური კვლევის პრაქტიკულ და თეორიულ გამოწვევებზე, ასევე ცოდნის შექმნისა და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე.

 

დასწრება თავისუფალია.

Related events