საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საპატიო დოქტორები

ბალცეროვიჩი ლეშეკ

ეკონომისტი, სახელმწიფო მოღვაწე. ვარშავის ეკონომიკის სკოლის პროფესორი პოლონეთი

ეკონომიკის პროფესორი. ლ. ბალცეროვიჩმა დაამთავრა ქ. ვარშავის დაგეგმვისა და სტატისტიკის ინსტიტუტი, ასევე ნიუ-იორკის წმ. გიორგის უნივერსიტეტი. 1969 - 1981 წ.წ. ბალცეროვიჩი პოლონეთის გაერთიანებული მუშათა პარტიის წევრი იყო. 1978-1981 წლებში იგი ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა ეკონომისტთა ჯგუფს, რომელთაც ეკონომიკური რეფორმების პროექტი მოამზადეს. პარტიიდან გასვლის შემდეგ, 1981 წლიდან ბალცეროვიჩი პროფგაერთიანება „სოლიდარობის“ ეკონომიკური კონსულტანტი იყო. 1989-1991 წლებში იგი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრია მაზოვეცკისა და ბელეცკის მთავრობაში. ამ პერიოდში ბალცეროჩის სახელს უკავშირდება სოციალისტური ეკონომიკის კაპიტალისტურად გარდაქმნა. იმ დროიდან მოყოლებული ბალცეროვიჩის პიროვნება არაერთგვაროვნადაა შეფასებული ამ ქვეყნის მოქალაქეებში. მათი ერთი ნაწილი ბალცეროვიჩში „პოლონეთის ეკონომიკური სასწაულის“ ავტორს, ხოლო მეორე ნაწილი კი „ცივი გონების, აუღელვებელ ტექნოკრატს ხედავს“. მთავრობიდან წასვლის შემდეგ ბალცეროვიჩი ხელმძღვანელობდა ვარშავის სავაჭრო ინსტიტუტის ერთ-ერთ კათედრას, შექმნა რამდენიმე ფონდი, რომელთა ნაწილსაც იგი თავად აკონტროლებდა, იყო საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია JP Morgan-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და სხვ. 1992 წლიდან ბალცეროვიჩი გვევლინება რამდენიმე ქვეყნის, მ.შ. რუსეთის, უკრაინის, ყირგიზეთის, ლიტვის და ბულგარეთის მთავრობათა ეკონომიკური მრჩეველის როლში. წლების მანძილზე ბალცეროვიჩი უპარტიოა, წელს კი 1995 წელს იგი „თავისუფლების კავშირში“ („UNIA WOLNOSCY“) ერთიანდება, სადაც მას თავმჯდომარედ ირჩევენ და ამ ფუნქციას იგი 2000 წლის ბოლომდე ასრულებს (ამჟამად კავშირის თავმჯდომარეა პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პროფესორი ბრონესლავ გერემეკი).
დახურე