საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

როგორ მოვძებნოთ წიგნის ელექტრონული ვერსია

1. ვხსნით თსუ ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგის ბმულს: https://evergreen.tsu.ge/eg/opac/home.
2. საძიებო ველში ვწერთ სასურველ წიგნს.  ლიტერატურის მოძიება შესაძლებელია ასევე გაფართოებული ძებნის ფორმატით. მაგ.: ძიება ავტორის, საგნის, სათაურის, საკვანძო სიტყვების და ა.შ. მიხედვით.
3. ელექტრონულ კატალოგში სასურველი წიგნის მოძიების შემდეგ, თუ მარცხენა მხარეს გამოჩნდა ბმული, სახელწოდებით: ,,ელექტრონული ვერსია’’, ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული წიგნი გაციფრულებულია და მისი ელექტრონული ვერსია ინახება ციფრულ ბიბლიოთეკაში. თუ არ ჩანს ბმული: ,,ელექტრონული ვერსია’’, ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული წიგნი გაციფრულებული არ არის და მხოლოდ თსუ ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებითა და აბონემენტის განყოფილებით შეგიძლიათ ისარგებლოთ.
4. eBooks.tsu.ge -  ციფრულ ბიბლიოთეკაში სასურველი წიგნის მოსაძებნად, ვიყენებთ საძიებო სისტემის ველს - ,,ძებნა’’. 
5. სასურველი ლიტერატურის მოძიების შემდეგ, სავალდებულოა ავტორიზაცია.  ,,წვდომა ავტორიზაციით’’ – ავტორიზაციისათვის აუცილებელია თსუ მეილი.
6. ავტორიზაციის შემდეგ, თუ შესაბამისი წიგნის ელექტრონული ვერსია არ გაიხსნა, აჭერთ ბმულს - Request Access და ელოდებით ნებართვას.
7. ელექტრონული წიგნის გახსნის ნებართვას ბმულის სახით მიიღებთ  ელ. ფოსტაზე უმოკლეს დროში.
8. თუ სასურველი ლიტერატურა ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში იძებნება, თუმცა გაციფრულებული არ არის, თსუ ლექტორს, იმ პირობით რომ აღნიშნული ლიტერატურა მითითებულია საგნის სილაბუსში ძირითადი ან დამატებითი ლიტერატურის სიაში, შეუძლია მოგვმართოს წერილობით, კონკრეტული წიგნის გაციფრულებისა და ციფრულ ბიბლიოთეკაში განთავსების მოთხოვნით. მოთხოვნა უმოკლეს დროში შესრულდება.
9. თუ სილაბუსში მითითებული ლიტერატურა ბიბლიოთეკის ფონდებში არ იძებნება, ლექტორმა თავად უნდა მოგვაწოდოს გამოცემები  გაციფრულების თხოვნით.
10. eBooks.tsu.ge -ზე ლიტერატურის მოძებნა შესაძლებელია უშუალოდ მენიუსა ან საძიებო სისტემის დახმარებით. 

გისურვებთ წარმატებებს!