საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

● თსუ-ში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის და სწავლის დაწყების წინაპირობაა; ა) მე-5 დონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიული ტესტირების გავლა რომელიც ტარდება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ (პროფესიული ტესტირება უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილებისაგან შედგება). ბ) მე-4 დონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტები გადიან პროფესიულ შერჩევას რომელიც ორგანიზებულია თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრის მიერ.

 

● პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა (აპლიკანტების) რეგისტრაცია მიმდინარეობს წელიწადში ერთხელ - რეგისტრაციის ზუსტი თარიღები დგინდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.

 

● აპლიკანტებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ვებგვერდიდან: www.vet.emis.ge.

 

● პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა (აპლიკანტების) რეგისტრაციის დაწყების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ მასმედიის საშუალებით და ძირითადი ვებგვერდებიდან: www.mes.gov.ge, www.naec.ge, www.vet.ge, www.tsu.ge.

 

● დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ თსუ-ს ცხელ ხაზე - 032 2 25 04 84 ან მოგვწერეთ ელ. ფოსტის მეშვეობით - cve@tsu.ge ჩვენი მისამართი სოციალურ ქსელში www.fb.com/TSUVET.