eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შემეცნებითი ვიზიტი პროფესიული სტუდენტებისთვის

თსუ პროფესიული სტუდენტებისთვის  კარიერული განვითარების პროგრამის ფარგლებში შემეცნებითი ვიზიტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ისტორიული კორპუსიდან დაიწყო.  

 

პირველი ეროვნული უნივერსიტეტის დაარსების,  მისი დამფუძნებლების, პირველი პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების შესახებ ისტორიულ ფოტო და დოკუმენტურ მასალას სტუდენტები თსუ მუზეუმში გაეცნენ.

 

ვაჟა-ფშაველას მემორიალურ მუზეუმში კი მათ მუდმივმოქმედი ექსპოზიცია დაათვალიერეს, სადაც წარმოდგენილია ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ მასალები, ხელნაწერები და პირად ნივთები.

 

სტუდენტები თსუ ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სამკითხველო დარბაზსაც ეწვივნენ, სადაც უნიკალურ კოლექციებს და გამოცემებს გაეცნენ. საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა ერთ-ერთი უმდიდრესია საქართველოში და 4 მილიონზე მეტ წიგნსა და პერიოდულ გამოცემას აერთიანებს.

თარიღი: 15/10/2026