საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იმ აპლიკანტებს, რომლებმაც მოიპოვეს თსუ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება, გილოცავთ ჩვენთან ჩარიცხვას! გისურვებთ წარმატებულ და საინტერესო სტუდენტობას!

იმ აპლიკანტებს, რომლებმაც მოიპოვეს თსუ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება, გილოცავთ ჩვენთან ჩარიცხვას! გისურვებთ წარმატებულ და საინტერესო სტუდენტობას!

 

მიმდინარე კვირის ბოლომდე თსუ პროფესიული განათლების  ცენტრისგან მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ან სატელეფონო ზარს შესაბამის პროგრამაზე ჩარიცხვასთან დაკავშირებით.  

 

პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ 1-ლი ოქტომბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში. დოკუმენტაციის მატერიალურად წარმოდგენა შეგიძლიათ სამუშაო დღეებში 10:00-დან 17:00 საათამდე.

 

‼️ გთხოვთ, ცენტრში გამოცხადებისას თან იქონიოთ პირბადე და დაიცვათ სოციალური დისტანცია!

 

რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

 

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

 

ბ) ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია CD დისკზე ჩაწერილი;

 

გ) მიღებული წინარე განათლების დამადასტურებელი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 

 

გ.ა.) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, პროფესიული განათლების მე-4 ან/და მე-5 დონის დამადასტურებელი დიპლომის ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (საფინანსო სერვისების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);

 

გ.ბ.)  თსუ-ს კურსდამთავრებულის შემთხვევაში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული;

 

დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

ქალაქ თბილისში ჩარიცხულმა აპლიკანტებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: უნივერსიტეტის ქ. N2, მაღლივი კორპუსი, ხოლო ქალაქ ქუთაისში ჩარიცხულმა აპლიკანტებმა - მისამართზე: ნიკეას მე-2 შესახვევი N8.

 

დოკუმენტების და ხელშეკრულების (საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ) წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული სახით (PDF ფორმატში) cve@tsu.ge ელექტრონულ ფოსტაზე. ამისათვის უნდა დაგვიკავშირდეთ წინასწარ, რათა მოგაწოდოთ ხელშეკრულების ფორმა.

 

ელექტრონული სახით წარმოდგენილ ხელშეკრულებას საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ უნდა ქონდეს სველი წესით გაკეთებული ხელმოწერა.  

 

განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი დოკუმენტების წარმოუდგენლობა აპლიკანტისთვის არის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე  ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.

თარიღი: 30/09/2021